x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508656
ვმეგობრობთ ნებისმიერი რელიგიის თუ კონცეფციის წარმომადგენელთან, მრწამსით კი ვიცავთ მართლმადიდებლობას - მამა პეტრე კვარაცხელია საკუთარ ოჯახზე წერს

image

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში საკუთარ ოჯახზე საუბრობს. საკუთარ წერილში პეტრე კოლხი აქცენტს პიროვნულ თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე აკეთებს. იგი აცხადებს რომ მისი ოჯახი უფალის შემდეგ ყველაზე მეტად წიგნებს ეთაყვანება. "ეს ჩემი ოჯახია, ყველაფერზე ძვირფასი და აღმატებული. ჩვენ ყველას საკუთარი მიზნები და მისწრაფებები გაგვაჩნია. ხშირად არ მოგვწონს ერთმანეთის შეხედულება, მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. ვმეგობრობთ ნებისმიერი რელიგიის თუ კონფენციის წარმომადგენელთან, მრწამსით კი ვიცავთ მართლმადიდებლობას... ვარ ქართული სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახური, მაგრამ ხშირად დავდივართ სპექტაკლებზე, კინოში, შემოქმედებით ღონისძიებებზე... ვცდილობთ გვიყვარდეს ყველა, მოვისმინოთ ჯანსაღი კრიტიკა და ვაპატით აგრესია... ღვთის მერე ვეთაყვანებით წიგნებს... შეგნებულად ვუდგებით პიროვნულ სირთულეებს... ვცდილობთ გავიგოთ ექვსი მოზარდის ფსიქოლოგიური ქარტეხილები და მორჩილებით ველოდებით პიროვნულ ფორმირებას... ვგმობთ ძალაბობას... გვძულს სიძულვილი... ჩვენთვის ღმერთი არ არის გალიაში ჩაკეტილი იდეა, ის აბსოლუტური თავისუფლება და გონია... ჩვენ ერთმანეთს არ ვუზღუდავთ აზროვნებას... მე, მამა პეტრე, ღვთისმსახური ვთვლი, რომ ყოველვის მქონდა არჩევანის თავისუფლება და გავხდი მღვდელი... არ მაქვს უფლება ჩემი შვილი შევზღუდო არჩევანში და ხელი შევუშალო მის გადაწყვეტილებებს, თუ ის ნორმას არ გაცდება... უფლის წინაშე ყველა ინდივიდუალურად ვაგებთ პასუხს. მე ჩემი მომეკითხება, მაგრამ ჩემს შვილს ჩემი არა, საკუთარი მოეთხოვება... მთავარი კი საკუთარი ცხოვრების ქონაა... ნუ გადავლახავთ ერთმანეთის საზღვრებს... გახსოვდეთ, ყველას თავისი უფლებები გააჩნია..." წერს მამა პეტრე

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0