x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
6 თვისება, რომელიც ქალს სექსუალურს ხდის

image
ბევრი ფიქრობს, რომ ქალი სექსუალურია, როცა ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულ მოდელს ჰგავს. მაგრამ ეს სექსუალურობის გაგების მხოლოდ ერთი ნაწილია. სინამდვილეში, სექსუალობა არ მდგომარეობს მხოლოდ სხეულის სილამაზეში და გამომწვევ ტანსაცმელში. სექსუალობა არის ქალის უნარი, მიაწოდოს საკუთარი თავი. არსებობს რამდენიმე თვისება, რომლებიც ქალს არაჩვეულებრივად მომხიბვლელს და სექსუალურს ხდის.

1. საკუთარი თავის რწმენა

თუ ქალი დარწმუნებულია, რომ მას გარკვეული ფასი აქვს, ამას გარშემომყოფნიც ირწმუნებენ. მიაქციეთ ყურადღება სიარულის მანერას. გასწორდით წელში, ასწიეთ ნიკაპი, იყურეთ წინ და გაიღიმეთ. საკუთარი თავის რწმენა - სექსუალურია.

2. ქარიზმა

ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცებს მხოლოდ იდეალური გარეგნობის ქალები ხიბლავთ.
სინამდვილეში კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ამგვარი ლამაზმანები უფრო ხშირად აშინებენ. მამაკაცებს პირველ რიგში ხიბლავთ ქარიზმა. შინაგანი ძალა, გონება და იუმორის კარგი გრძნობა სექსუალურობის საფუძველია.

3. ვნება

ვნებიანი ქალები სექსუალურნი არიან. ვნება შეიძლება გამომჟღავნდეს არა მხოლოდ სხვა ადამიანის, არამედ რაიმე გატაცების მიმართ. ქალი, რომელიც მთელი სულით და გულით ეძლევა საყვარელ საქმიანობას ახლოსაა სექსუალურობასთან.

4. იდუმალება

სექსუალური ქალი ყოველთვის იდუმალია. იგი მთლიანად არასოდეს არ იხსნება. თუმცა იდუმალება და გამოუცნობი, ისევე, როგორც ყველაფერი, ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს.

5. ლეგანტურობა

სექსუალური ტანსაცმელი არ არის აუცილებელი იყოს ძვირფასი და ნახევრად შიშველი. ქალის სამოსი ელეგანტური და ქალური უნდა იყოს. სწორედ ამგვარ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალბატონს ვერ მოსწყვეტს თვალს მამაკაცი.

6. ინტელექტი

ნათქვამია, „ხვდებიან ტანსაცმლის მიხედვით, აცილებენ - ჭკუის მიხედვით“. ხშირად ნაცნობობა სწორედ ფიზიკური მოხიბვლით იწყება. მაგრამ თუ ამას სხვა რამეც არ დაემატა, ურთიერთობა ვერ შედგება. ქალის სექსუალურობა ყველაზე მეტად სწორედ ჭკუაზეა დამოკიდებული. ბევრი მამაკაცი ქალში აფასებს სხვადასხვა თემებზე საუბრის უნარს.


ასე რომ, იმისათვის, რომ ქალი სექსუალური იყოს, არ არის აუცილებელი იდეალური ფიზიკური სილამაზე, საკმარისია, უბრალოდ განავითაროს საკუთარ თავში საჭირო თვისებები.








0
282
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0