x
image
K.P.
ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანს ამხნევებს: "ყველაფერი იქნება მაგრად"

imageბს
ნანუკა ჟორჟოლიანისა და ირაკლი კოდუას დაშორების ამბვმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. მომხდარის შესახებ თავად ნანუკამ უამბო ერთ-ერთ ჟურნალს: "როგორც ცოლ-ქმარი, მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტერს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ".

image
მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთები მომხდარმა გულწრფელად დააღონა, მეორენი კი პირიქით. "ვიყიდე, ჯერ არ წამიკითხავს. ყველაფერი იქნება მაგრად"-

ასე გაამხნევა ჟურნალისტი კოლეგამ, ეკა ხოფერიამ. "ეკ, შენ ხარ ადამიანი გული"-ეხმაურება ნანუკა.

შეგახსენებთ რომ, ნანუკა ჟორჟოლინი და ერეკლე კოდუა უკვე რამდენიმე წელია ცოლქმარი არიან. ოფიციალურად დაქორწინებული არ იყვნენ, თუმცა სხვა სრულფაოვანი წყვილების მსგავსად ცხოვრობდნენ. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ამ ფაქტს ნანუკა არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი თავად არ ყოფილა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება. მათ ერთი ვაჟი, საბა კოდუა ჰყავთ. image

0
517
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0