x
image
პერსეპოლისი
"The voice საქართველოს" ყველასათვის მოულოდნელი მწვრთნელების შემადგენლობა და ფოტოები კადრს მიღმა
imageმსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური
პროექტის “The Voice” ახალი სეზონი მაყურებელს იმედის არხზე 2015 წლის ახალი სეზონიდან დაუბრუნდება.



„The Voice” მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური მეგა პროექტია, რომელმაც მრავალ ქვეყანაში აღიარება უკვე მოიპოვა. მათ შორის
არის საქართველო, სადაც პროექტმა უამრავი მაყურებელი შეიძინა.



მუსიკალური პროექტი გამორჩეულია იმით, რომ არ არსებობს მკაცრი ჟიური, დაცინვა და ირონია. მწვრთნელები შოუს ფორმატის – ფარული აუდიენციის (მოსმენის) მეშვეობით შექმნიან თავიანთ რჩეულთა გუნდს– მხოლოდ ხმის ტემბრისა და ვოკალური მონაცემების გათვალისწინებით და არა ვიზუალით. თითოეული მწვრთნელი მაქსიმალურად დაიხარჯება, მისი რჩეული გუნდიდან ნამდვილი ტალანტის გამოსავლენად.



სწორად მწვრთნელები იყო ახალი სეზონის ერთ-ერთი საიდუმლო და სიურპრიზი, რაც პროექტის ხელმძღვანელებმა ერთგულ მაყურებელს შესთავაზეს. მათი ვინაობა უკვე ცნობილია: ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი და ქეთა თოფურია! წელს, სწორედ ეს ოთხეული დაიწყებს ბრძოლას ქვეყნის " ხმის" აღმოსაჩენად!




სპეციალურად ამ პროექტისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ნუცა და ნოდიკო ამერიკიდან, ხოლო ქეთა რუსეთიდან.


image

image

image
image
image
image
image
image
image


რაც შეეხება წამყვანებს, პროექტს ყველასათვის კარგად ნაცნობი დუტა სხირტლაძე
და ეკა ამირეჯიბი გაუძღვებიან.


image


image

0
538
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0