x
image
პერსეპოლისი
ქეთა თოფურიას ახალი,გოთური სტილი.

image

დიდიხანია, რაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი
ქეთა თოფურია რუსული შოუ–ბიზნესის ერთ–ერთ მიმზიდველ და სექსუალურ ქალბატონად ითვლება, რომელიც თავისი ექსპერიმენტებით გამოირჩევა, რაც, როგორც წესი, მის გარეგნობაზე, თმაზე, ჩაცმულობაზე თუ მაკიჟზე აისახება. მის განსხვავებულ, გრანდიოზულ ქორწილზე ჯერ კიდევ საუბრობენ, რომელიც ქორწილამდე დიდიხნით ადრე დაიწყო. საზოგადოება მისგან სიურპრიზებს უკვე მიჩვეულია, მაგრამ ის თავისი ორიგინალობით მაინც ახერხებს მათ გაოცებას.
სულ ახლახანს, კრემლში გამართული კონცერტის დროს, ქეთა
ახალი, გოთური სტილით წარსდგა საზოგადოების წინაშე, რითაც ყველა გააოცა და ის როგორც ყოველთვის, ისევ ჟურნალისტებისა და პაპარაცების ეპიცენტრში მოექცა.მისი გამომწვევი ჩაცმულობა მაკიაჟმა გადაფარა.
„კრემლში კონცერტის მიმდინარეობისას, მომღერალმა თავისი
უცნაური მაკიაჟით მაყურებლები შეაშინა“ – წერს ერთ–ერთი რუსული პორტალი.
ქეთა მუქი მაკიაჟითა და შავი ტუჩის საცხით ყველას ყურადღებას
იპყრობდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქეთა სექსუალური ქალის იმიჯით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე როგორც გოთი. ჯერ–ჯერობით გაურკვეველია ქეთას ახალი სტილი დროებითია თუ კიდევ აპირებს
მსგავსი მაკიაჟის ტარებას. ასევე უცნობია, ვისი იდეა იყო მომღერლის ამ სტილში საზოგადოების წინაშე წარდგომა.

imageimage

2
152
10-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
152
  
2014, 26 მარტი, 0:07
ოხ ქეთა, ვიღაცამ შენ ის გითხრა რომ - გიხდება :))))))))))
2014, 24 მარტი, 19:07
რას გავს :X:X:X
0 1 2