x
image
პერსეპოლისი
ვინ არის "The voice საქართველოს" პირველი მწვრთვნელი და როგორია პირველი კომენტარები მის შესახებ
image

მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური პროექტის
“The Voice” ახალი სეზონი მაყურებელს იმედის არხზე 2015 წლის ახალი სეზონიდან დაუბრუნდება. ბრმა კასტინგები კი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, რომელსაც სეზონის დასაწყისში ვიხილავთ. რაც შეეხება მწვრთნელებს, პროექტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სიახლე, რომლის ყოველ 5000 ფეისბუქმომხმარებლის მოწონების შემთხვევაშიც ცნობილი გახდება პროექტის მწვრთნელის ვინაობა. სწორედ ამ პრინციპით, პროექტის პირველი მწვრთნელი უკვე გამოვლინდა და ეს ქართველი მომღერალი - ნუცა შანშიაშვილი არის. ის სპეციალურად ვოისითვის ბრუნდება ამერიკიდან - საქართველოში.

image


პროექტის გულშემატკივრებისგან პირველმა მწვრთნელმა უკვე დაიმსახურა დიდი კრიტიკა, რადგან ნუცას მწვრთნელად არავინ ელოდებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბევრი ამ გადაწყვეტილებამ დადებითად გააოცა და პროექტის ხელმძღვანელებს არჩევანს უწონებს. უარყოფით კომენტარებს თავის მხრივ მომღერალი თემურ თათარაშვილი გამოეხმაურა:


„მეგობრებო ვინც არ იცით ნუცას შემოქმედება გთხოვთ ნუ დაწერთ უამრავ სისულელეს, მეცინებოდა რო ვკითხულობდი, ის ვიდარდოთ რო ნუცას ნაირი
მომღერლები საქართველოში არ არიან და არიან სხვაგან, ან არის მეორე ვარიანტი, ვინც ამ სისულელეს წერს უბრალოთ ან საქმე არ აქვს და ან აზრზე არ არის სიმღერის, !!!!!!!!!!“



image

0
135
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0