x
image
პერსეპოლისი
თიკო სადუნიშვილის გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

image2 აპრილიდან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, თიკო სადუნიშვილის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გადაცემა - „Tbilisi LIVE“ იწყება, რომელიც
ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავა. იგივე სახელწოდების გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
გადიოდა, შემდეგ კი დაიხურა. განახლებული და საინტერესო გადაცემის პრომო უკვე გამოჩნდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში და ამ რეკლამამ მაყურებლის მოწონება უკვე დაიმსახურა.
„დღეიდან, ყველგან სადაც ერთობა
თბილისი ვერთობით ჩვენც.“ - წერს საკუთარ „ფეისბუქზე“ გადაცემის წამყვანი.
საინტერესო რეკლამის სინქრონში, წამყვანი, თიკო სადუნიშვილი მაყურებელს საკუთარ თავს აცნობს :
„გამარჯობა, მე თიკო ვარ, 29 წლის. სიმაღლე 170 სანტიმეტრი; წონა-52; ნატურალური თმის ფერი - წაბლისფერი. უბრალოდ, ხან ქერა ვარ, ხან ჟღალი და ხან ვარდისფერი. ვცხოვრობ თბილისში. მომწონს შოპინგი, გართობა, იაპონური სამზარეულო, მოხიტო, შანელი, ტარანტინო, ჯარეტ ლეტო, და „დაფტ პანკის“ ბოლო ალბომი. ქართული შოუბიზნესი ვთვლი, რომ არსებობს. უბრალოდ, მათ თავად არ სჯერათ ამისი. არჩევნებში ხმა მივეცი............ თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ვის მივეცი.მეგობარი ბიჭი არ მყავს და ვთვლი, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს. მაგრამ არასოდეს ვამბობ არასოდეს!“
გადაცემის ეთერში გასვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ასე რომ, საინტერესო ხუთშაბათს გისურვებთ...
image





0
336
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0