x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელი ბოიფრენდით ტრაბახობს: "ყოველთვის შეუძლია ჩემი დაცვა"

image
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი
ამერიკელ შეყვარებულთან ერთად ისვენებს. ის სოციალური ქსელის მეშვეობით გვანებივრებს ახალ-ახალი რომანტიკული, თუ ვნებიანი ფოტოებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვანი დაქორწინდა და თაფლობის თვეს ატარებდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მორიგი ჭორი აღმოჩნდა. "ყვავილებთან ერთად საჩუქარი მომიტანა.. და ასე მითხრა-"ქალი მე ვიცი kitchen-შიო"... პ.ს არ გავთხოვილვარ და მოლოცვებისთვის ადრეა... "კაცი მე ვიცი tiffany-ში"-წერს ნუკი სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი როდია, ნუკი ბენის ფოტოს აქვეყნებს და საყვარელი მამაკაცით ტრაბახსაც არ ერიდება:"ჩემი ბიჭი!!!! ვინმეს რამის თქმა ხომ არ სურს? დიახ!!!! მას ყოველთვის შეუძლია ჩემი დაცვა, იმიტომ რომ ის მყარად დგას… და ის სექსუალურია!!!!".image
შეგახსენებთ რომ, ნუკის მეორე ნახევარიბენჯი ჩეიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო, მიმოწერა 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ნუკიმ ბენჯის ამერიკაში ჩააკითხა და ურთიერთობაც შედგა. ნუკი ყურებამდე შეყვარებულია და თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი მტკიცებით ბენჯი არანორმალურად სიმპათიურია, ასეთები თბილისში არ დადიანო.

გასული წლის მანძილზე ნუკი საკუთარ პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ამ თემას ტაბუ დაადო. ჟურნალისტების ვარაუდით წყვილი დაშორდა, თუმცა ყველა შეცდა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს ნუკი უზომოდ ბედნიერია.image

0
198
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0