x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
53 წლის შემდეგ მერლინ მონროს მკვლელი ცნობილია

image

ამერიკის შეერტებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა, 78 წლის ნორმან ჰოჯესმა განაცხადა, რომ 1959 და 1972 წლების განმავლობაში მთავრობის დავალებით 37 მკვლელობა აქვს ჩადენილი. მათ შორისაა მსახიობი მერლინ მონრო, რომელსაც მან სასიკვდილო ინექცია შეუყვანა.


მოხუცებული მამაკაცი ვირჯინიის შტატის ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც მან თავისი აღიარებითი ჩვენება მისცა. მოხუცის თქმით, მისი უფროსის, მაიორ ჯეიმს ჰეივორტის ბრძანებით ის კლავდა ადამიანებს, “რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს”.

ჰოჯესი პროფესიონალებისგან შემდგარი “ხუთეულის” წევრი იყო. მკვლელების “ხუთეულის” მსხვერპლთა შორის პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფკავშირების ლიდერები, მეცნიერები და მხატვრები იყვნენ, რომელთა იდეები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისტვის საფრთხის შემცველი იყო. მისი თქმით, მერლინ მონრო ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მან მოკლა. ჰოჯესი არ ნანობს ამის შესახებ, რადგან არსებობდა მტკიცებულებები, რომ მონრო სასიყვარულო კავშირში არა მხოლოდ კენედისთან, არამედ ფიდელ კასტროსთანაც იმყოფებოდა.

ც.ს.ს-ს ექს თანამშრომელი დასძენს, რომ ” მონროს შეეძლო სტრატეგიული ინფორმაციის კომუნისტებისთვის გადაცემა”, ამის დაშვება კი არ შეიძლებოდა.

1962 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 1 საათზე ჰოჯესმა ბრძანება შეასრულა: ის შეიპარა ვარსკვლავის ოთახში და ნემსით შეუყვანა დამამშვიდებელი ინექცია, რომელშიც შერეული იყო ნემბუტალი (ბარბიტურატი), რამაც მსახიობის სიკვდილი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც ცსს-ს ვეტერანის მონყოლის დადასტურებას შეძლებდა, მათ შორის მაიორი ჰეივორტი, ამჟამად გარდაცვლილია. მკვლელების “ხუთეულის” არცერთი წევრი აღარ არის ცოცხალი. მიუხედავად ამისა, ვეტერანის აღიარებამ FBI-ის ყურადღება უკვე მიიპყრო: მომაკვდავთა პალატაში ჰოჯესი ბორკილებით წევს მიმდინარეობს გამოძიება და დასახელებული ფაქტების გადამოწმება.

0
1365
6-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
1365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0