x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
უდარდელი მესაფლავე
image


მოგეხსენებათ მგაზვრობის დროს ადამიანი, შეიძლება ბევრ საინტერესო რამეს ან ვინმეს

წააწყდე, გარკვეული სახის ამბის მომსწერე გახდე ან გაიგო ისეთი რამ, რომელსაც

შემდეგ ღირსად ჩათვლი ჩანაწერად აქციო...


გუშინ, მეც ზუსტად ასეთი ამბის მოსმენის ბედნიერება მხვდა წილად...

ტაქსით მგავრობის დროს, როგორც წესი მძღოლი გელაპარაკება და თავის პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ შეხედელებებს გულწრფელად გიზიარებს, მაგრამ გუშინ სხვა

შემთხვევა იყო, როცა მძღოლმა კი არა მგზავრმა გაგვაცნო თავის ცხოვრების ცოტა უცნაური წესი...

სანამ ამას მოვყვები, მოკლედ ავღნიშნავ, რომ როცა სოფლიდან ქალაქისკენ მიმავალი

ტაქსით მგზავრობ, უნდა იცოდე, რომ იქ მხოლოდ შენ არ იქნები ერთადერთი მგზავრი.

მოკლედ, ტაქსში სულ ხუთი ადამიანი ვისხედით მძღოლის ჩათვლით...

ერთერთი მგაზვრი, რომელიც უკანა სავარძელზე ჩემს გვერდით იჯდა, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, მეორე მხარეს კი სოფლის ამბოლატოორიის ექიმი, როგორც აღმოჩდა ეს ახალგაზრდა მძღოლის კარგი ნაცნობი იყო და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ერთმანეთთან ტკბილი მუსაიფი გამართეს.

-როგორ მიდის საქმეები ალექს?

-რავიცი, ერთი კვირაა სახლიდან ცხვირი არ გამომიყვია, დღეს გამოვედი იქნება, ცოტა

ვიშოვო რამე... შენ რას შვები საით გაგიწევია?

–კლიენტი მყავს ერთი, სურათი უნდა დავუხატო და გასადებლად მიმაქვს.

–ბიჭო ერთი ეგ მითხარი მაგ საქმიდან გამოგდის რამე?

–როგორაა იცი ალექს? ხან გამომდის და ხან არა, მაგრამ შეშვებას მაინც არ ვაპირებ, ჩემი ფული ყოველთვის მაქვს, თან ეხლა მარტო სურათის დახატვა კი არა "შეფრიზგვა" და ფილების დაგებაც ვისწავლე, მაგას საფლავის გათხრაც ემატება და დღეში ხან სამას ლარიანიც ვარ, მაგრამ სად მიმდის ეგ ფული მაგას ვერ ვხვდები...

- მერე ბიჭო მაგას რა უშველის ხო იცი? ცოლი უნდა მოიყვანო და მასე "უპრაგონოდ"

ვეღარ დახარჯავ შენ ნაშრომ ფულს.

–კარგი რაა, რა დროს ჩემი ცოლია, ჩემი თავისთვის მე ეხლა ცოლიც ვარ და შვილიც .

მისმა ნათქვამმა ყველა გაგვამხიარულა, სახეზე მართლაც ისეთი უდარდელობა ეტყობა,

იტყოდით დიდ კორპორაციაში მუშაობს და არა მესაფლავედო...

ვუსმენდი მის საუბარს და ვფიქრობდი, 20 წლის ბიჭისთვის რატომ უნდა იყოს საინტერესო ასეთი სამუშაო?

მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად შოულობს?

- თანაც ვინ უნდა მოვიყვანო ალექს? ნორმალური აღარავინაა, ჩვენი სოფლელის მოყვანა არ მინდა, ქალაქელი კიდე ყველა სახელგატეხილია, ყველას ხუთი თითივით

ვცნობ, ვინ არის, რას წარმოადგენს, წესიერი გოგოები აღარ არიან...

–შენ მასე თუ იფიქრე, ერთი ჩემი ნაცნობივით დაგემართება, ამბოდა ისეთი ცოლი უნდა მოვიყვანო, რომ მანქანაში კი არა მატარებელში არ იყოს ნაჯდომიო, ხოდა ბოლოს

ისეთი მოიყვანა, მატარებელში და მანქანაში კი არა ყველაგან და ყველაფერში ნაჯდომი იყო.

ამაზე ორივეს ხარხარი აუტყდა, მესაფლავემ მხარზე ხელი დაარტყა მძღოლს

-ალექს, ჩაგეთვალა!

– არა მასე ნუ იფიქრებ ჩემო ძმაო, თორემ დარჩები უცოლოდ და ვერაფერს მოეწევი ამ ცხოვრებაში.

ამასობაში კი საუბარში ექიმი ჩაერთო.

–შვილო, გისმენდი და შენი აზროვენების გამიკვირდა, რანაირი ახალგაზრდა ხარ მომავალზე თუ არ ფიქრობ?

– მომავალაზე როგორ არ ვფიქრობ, მაგრამ ცოლი არ მინდა.

–მაგას ეხლა ამბობ, თორემ შეგიყვარდება ვინმე და აზრს შეიცვლი.

-ვინ უნდა შემიყვარდეს...

თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.

უეცრად მომიბრინდა და მკითხა

–ხომ არ შეგაწუხებთ, რომ მოვწიო?

თავი გავუქნიე უარის ნიშნად.

მოუკიდა და სიგარეტი ძლიერად გამოქაჩა.

ამასობაში ქალაქშიც შევედით და მე კვლავ იმაზე ვფიქროდი, როგორ მუშაობდა ეს ახალგაზრა მესაფლავედ...

თავის სამუშაოზე ისე მხიარულად და უდარდელად საუბრობდა, არადა მისი შემოსავლი ხომ ადამიანების გარდაცვალებაზე იყო დამოკიდებული...

1
276
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
276
  
2015, 26 აგვისტო, 15:27
საქმისადმი ერთგულებაა ეს!!
0 1 1