x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მარტოკაცი
image


მზიანი დილა იყო, თუმცა მაინც ციოდა. ფანჯრიდან გაიხედა და თითქოს ეხამუშა კიდეც მზის დანახვა...

ფანჯარა გამოაღო და დილის სუსხი შეეგება, უკმაყოფილოდ ახედა მზეს, თითქოს

უსაყვედურა რა ტყუილად ამოსულხარო.


პირველი დილა არ თენდებოდა, როცა ან მზით იყო უკმაყოფილო ან ღრუბლიანი დღით.

მგონია, რომ არასოდეს ჰქონია შეგრძნება, რომ ცხოვრება მშვენიერია.

მარტოკაცი იყო, მარტო ყველანაირი გაგებით.

არ ვიცი მეჩვენებოდა თუ მართლაც ასე იყო, მუდმივად ერთიდაიგივე გამომეტყველებით დადიოდა, ხანდახან მისასალმებლად მომზადებული სიტყვა პირში მეყინებოდა, ისე

გაივლიდა თითქოს ამ ქვეყნად არ იყო...

როცა დილით სახლიდან გავიდოდა და მაღაზიისკენ წავიდოდა, თავის თავს ესაუბრებოდა, უფრო სწორად არარსებულ ადამიანს... ერთი სახელი ეკერა პირზე, ნანა...

"ნანა მე მშვიდად ვარ, როცა კარგად ხარ, ნუ გამიწყრები ნანა."

ვფიქრობდი, ეს ნანა მართლაც ხომ არ არსებობდა და მისმა დაკარგვამ გამოიწვია ამ კაცის უცნაურობა მეთქი. ბევრჯერ ვცადე გამერკვია, მაგრამ ამაოდ. ერთმა მეზობელმა მითხრა, რაც თავი მახსოვს ეგ კაცი სულ ეგეთი უცნაურია და მის გვერდით ვინმე არასოდეს

მინახავსო.

ერთხელ, როცა სახლიდან გამოვიდა, ისევ მომესმა სიტყვები: "ნანა ვარდის სურნელს გრძნობ? " ისე შეიყნოსა ჰაერი, მეც კი გამიჩდა შეგრძნება ვარდის სურნელისა, ინსტიქტურად მეც

ღრმად ჩავისუნთქე, შემომხედა და გააგრძელა: "ნანა, ამ გოგონას შენნაირი თვალები აქვს."

შევცბი, თითქოს ადგილზე გავიყინე, უცნაურმა შეგრძნებამ ამიტანა, შიში დამეუფლა...

კიდევ დიდ ხანს ვიდგებოდი ასე გაშეშებული, დედაჩემს რომ არ დაეძახა ჩემთვის,

სახლში შესულს დედამ მისაყვედურა, რას დასდევ გოგო მაგ კაცს, მისი ჩრდილი ხომ არ ხარო, მართლაც იმდენად ვიყავი დაინტერესებული ამ კაცის ცხოვრებით, რომ მთელ

დღეებს მასზე დაკვირვებას ვანდომებდი, მაინტერესებდა ნანა ვინ იყო, მართლა

არსებობდა თუ არა?

ერთხელ მის სახლში შეპარვა ვცადე, ჩემ მეზობელ ბიჭს ვთხოვე დამხმარებოდა, მაგრამ შეეშინდა, გიჟია გოგო ეგ კაცი და რა იცი რამე ჩაგვარტყას თავშიო.

ხვეწნა აღარ დამიწყია, ვიფიქრე მარტოც შევძლებ მეთქი და იმ დროს როცა გარეთ

მეგულებოდა მისი სახლისკენ წავედი. ვიცოდი კარს არასოდეს კეტავდა.

როცა ოთახთან მივედი და კარის შეღება დავაპირე, უეცრად თავზე წამომადგა,

" ნანა ის გოგო გვესტუმრა შენნაირი თვალები რომ აქვს"

ენითაუწრელმა შიშმა ამიტანა, კარის შესაღებად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა, მხარზე ხელი შემახო და კედლისკენ მიბიძგა, ანგარიშმიუცემლად გავიწიე და გზა

დავუთმე, მაგრამ უკან წამოსვლა არც მიფიქრია, მეც შევყევი.

ოთახში არსებული სიტუაცია ეხლაც არ გამომდის მეხსიერებიდან, ყველაფერი ძველი და უფერული იყო. კედლები ცარიელი და უსახური, მხოლოდ ერთ კუთხეში ეკიდა

ვიღაცის ფოტო, რომელზეც სიძველის გამო გამოსახულება მკრთალად ჩანდა.

ჩემთვის არც შემოუხედავს, უსიტყვოდ დაჯდა სახით ფანჯრისკენ და წიგნის კითხვა

დაიწყო. ძალიან მაინტერესებდა რას კითხულობდა, მაგრამ მიახლოვება ვერ გავბედე.

ფოტოს მივუბრუნდი და შევნიშნე, რომ ფოტოზე ქალი იყო, დავაკვირდი და მასში ჩემი

თვალები ვიცანი. ეს ნანა იყო! ქალი რომელსაც ესაუბრებოდა ეს კაცი, მართლაც

ჩემნაირი თვალები ჰქონდა და გავოცდი...

აღარ მახსოვს როგორ და რანაირად გამოვედი იქიდან, მაგრამ მისი უცნაური გამოხედვა დღემდე არ მავიწყდება...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში კაცი შევნიშნე, ძალიან ჰგავდა, რომ დავინახე, წამით

ვიფიქრე, რომ იმ დროში დავბრუნდი.

არ ვიცი ბოლოს რა ბედი ეწია ამ კაცს, ერთ დღესაც იგი აღარ გამოჩდა, არავინ იცოდა

სად გაქრა, მისი მარტოობაც მასთან ერთად დაიკარგა.

2
105
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
105
  
2015, 4 აგვისტო, 10:43
მადლობ :)
2015, 4 აგვისტო, 10:25
მალადეც სიხარული გავაზიარე
0 1 2