x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ძალიან უნდოდა შერიგება, არ ვიცოდი, რომ ცოლი მოჰყავდა"-თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე

image
მომღერალ თიკა ჯამბურიასა და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია დაახლოებით 5 წელიწადს ითვლიდა. სამწუხაროდ, 18 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალევე დაინგრა. საზოგადოების დიდი ნაწილი იმედოვნებდა, რომ წყვილს კვლავ ერთად იხილავდა. სულ ცოტა ხნის წინ ბექა ხოფერია დაოჯახდა. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა. გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. ინა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.

სულ ცოტა ხნის წინ, თიკა ჯამბურიამ გადაცემა "კოქტეილში" პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ბექას დაოჯახების ამბავი პრესის საშუალებით შეიტყო. მომღერალი წინააღმდეგია, რომ ჯერჯერობით მისმა ქალიშვილმა დედინაცვალი გაიცნოს."სანამ ცოლს მოიყვანდა, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან უნდოდა შერიგება. მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლი მოჰყავდა. ამის შესახებ ჟურნალიდან შევიტყვე. მთელმა სამეგობრომ და მეც, ვიცოდით, რომ ბექა იმის გამო იყო რუსეთში წასული, რომ შევრიგებულიყავით და იქ გადავსულიყავით საცხოვრებლად. რატომღაც მოხდა ისე რომ ცოლი მოიყვანა. მე არასდროს არ მქონია დიდი სურვილი შერიგების, ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა დაოჯახება" -განაცხადა თიკამამ.

image

"მთელი გულით მინდა ბედნიერი იყოს და ეს იყოს მისი ბოლო სიყვარული. ვუსურვებდი, უკეთესი მამა იყოს ნინასთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარს... და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი, ეს დიდი სისულელეა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ კარგი მინდა ბექასთვის, ისევე როგორც, ალბათ, მას... ჩვენ, ალბათ, აღარ შევრიგდებით და რომელი გადადგამდა ამ ნაბიჯს პირველი მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა"-გვიამბობდა თიკა რამდენიმე კვირის წინ.image

0
1202
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0