x
image
natia.a
10 ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული კოცნა

სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ კოცნის სცენას, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ფილმებში, მულტფილმებსა თუ ფოტოებზე.

1. ყველასათვის კარგად ცნობილი და უკვე კლასიკად ქცეული კოცნა ფილმიდან "ქარწაღებულნი".
image

"შენ კოცნა გიჭირდება...თან ხშირად. და საჭიროა, რომ ეს გააკეთოს მან, ვინც ამის კეთება კარგად იცის", - განუცხადა რედ ბატლერმა (კლარკ გეიბლი) მშვენიერ სკარლეტს (ვივიენ ლი) 1939 წელს გადაღებულ საკულტო ფილმში. და აკოცა...თან როგორ! ამ კოცნის ამსახველი კადრო სულ მალე ლეგენდად იქცა.

2. კოცნა წვიმაში ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან".
image

ოდრი ჰეპბერნი ჰოლი გოლაიტლის როლში ტაქსიდან თავსხმა წვიმაში გადმოხტა, რათა საყვარელი ადამიანისთვის (ჯორჯ პეპარდი) ეკოცნა. კადრი 1961 წელს გადაღებული, ჰეპბერნის ყველაზე ცნობილი ფილმიდან.

3. კოცნა მაკარონით მულტფილმიდან "ლედი და მაწანწალა".
image

მშვენიერ კოკერ-სპნიელს, სახელად ლედის, შეუყვარდა მაწანწალა ძაღლი. მაკარონით განხორციელებული მათი ცნობილი კოცნა ალბათ ყველას ახსოვს, ვინც კი ამ მულტფილმს ერთხელ მაინც უყურა.

4. "ძმური" კოცნა ბერლინის კედელზე.
image

ეს არის ბერლინის კედელზე მხატვარ დმიტრი ვრუბელის მიერ შექმნილი გრაფიტი. 1990 წელს შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ლეონიდ ბრეჟნევი და ერიხ ჰონეკენი, რომლებიც ერთმანეთს "ძმურად" კოცნიან. პოპულარული გრაფიტი წაშლილი იქნა 2009 წლის მარტში.

5. კოცნა საიქიოდან ფილმში "მოჩვენება".
image

1990 წელს გადაღებულ რომანტიკულ ფილმში დემი მურისა და პატრიკ სუეიზის კინოგმირებს შორის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ თავად სიკვდილზეც კი იმარჯვებს.

6. "ცხოველური" კოცნა ფილმიდან "მაიმუნების პლანეტა".
image

ადამიანსა და მაიმუნს შორის კოცნა პირველად გამოჩნდა 1968 წელს ფილმში "მაიმუნების პლანეტა". შიმპანზე-ფსიქოლოგმა, ექიმმა ზირამ (კიმ სტენლი) გადაარჩინა და გამოაჯანმრთელა დაჭრილი ასტრონავტი, ჯორჯ ტეილორი (ჩარლტონ ჰესტონი). დამშვიდოებებისას ტეილორმა ექიმს აკოცა.

7. ლეგენდარული კოცნა "ტიტანიკიდან".
image

"ტიტანიკის" ბორტზე როუზისა (კეიტ უინსლეტი) და ჯეკის (ლეონარდო დი კაპრიო) ცნობილი კოცნა დიდი ხანია ჟანრის კლასიკად იქცა. ფილმმა 11 ოსკარი მიიღო და შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხოლო სელინ დიონის მიერ შესრულებული სიმღერა - «My Heart Will Go On» - მსოფლიო სუპერჰიტად იქცა.

8. ჩამოკიდებული კოცნა ფილმიდან "ადამიანი-ობობა".
image

2002 წელს გამოსულ ფილმში პიტერ პარკერს, იგივე ადამიან-ობობას (ტობი მაგუაირი) შეუყვარდა მერი-ჯეინ უოტსონი (კირსტენ დანსტი). რა გასაკვირია, რომ უჩვეულო გმირს კოცნაც უჩვეულო ექნებოდა...

9. ვამპირული კოცნა ფილმიდან "ბინდი".
image

კრისტენ სტუარტმა და რობერტ პატინსონმა ერთმანეთს აკოცეს 2006 წელს გამოსულ ფილმში "ბინდი". ეს ჩვეულბრივი კოცნა არ ყოფილა: მაყურებელი კარგად ხვდებოდა, რა ძნელი იყო ვამპირისთვის ინსტინქტების შეკავება, რათა საყვარელი ქალი სისხლისგან არ დაეცალა.

10. პრინც უილიამისა და ჰერცოგინია კეიტის საქორწინო კოცნა.
image

ფოტოზე, რომელიც 2011 წლის 29 აპრილს არის გადაღებული, დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი კოცნის თავის ახლადშერთულ მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტს, ბუკინგემის სასახლის აივანზე. ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამორჩეული ეს ფოტო ინტერნეტ სენსაცია გახდა მარცხენა კუთხეში გამოჩენილი პატარა გოგონას წყალობით, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კმაყოფილი ჩანს.

5
294
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
294
  
2015, 18 ივლისი, 15:30
გაიხარე, დიდი მადლობა :)
2015, 18 ივლისი, 11:57
Icit ra ar mesmis??? Uketesic arsebobs, uketesic sheidzleba da a.sh. Am gverdze xshirad weren, tu uketesi shegidzlia shen ratom ar wer?! Chems tvalshi, rogorc mkitxvelis tvalshi chans, rom statiiistvis chrdilis mitenebas cdiloben. Es araa jansagi kritika. P.s. Statia uzomod momewona
2015, 18 ივლისი, 11:12
სასიამოვნო სტატიაა :)
2015, 18 ივლისი, 11:00
რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი შეიძლებოდა. მადლობა შეფასებისთვის :)
2015, 18 ივლისი, 10:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5