x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს ლუკა ზაქარიაძის მეუღლე, ნიკა ზაქარიაძე? "დამინახა თუ არა შევუყვარდი"

image
მომღერალი ლუკა ზაქარიაძე საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გაიცნო. ახალგაზრდა მომღერალმა მალევე დაიმსახურა ხალხის სიყვარული და პროექტის გამარჯვებულიდაც გახდა. ლუკა წარმოშობით ბათუმელია, მამის თხოვნით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ იურისპრუდენცია მისი საქმე არ იყო. ლუკას უნდა მთელი ცხოვრება ის საქმე აკეთოს რომლისაგანაც დიდ სიამოვნებას მიიღებს და ეს მუსიკაა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა იქორწინა. მისი რჩეული 18 წლის ნიკა ზაქარიაძე გახლავთ. გოგონას უცნაური სახელი ჰქვია, რის გამოც ნიკის ეძახიან. ის წელს აბიტურიენტია და მთელ დროს სწავლას უთმობს. "ძალიან მინდა ტურიზმის განხრით ჩავაბარო"-ამტკიცებს გოგონა. წყვილმა ერთმანეთი 2013 წლის 6 ივნისს გაიცნო. "მასზე ცოტა რამ ვიცოდი, რადგან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. არც, მის სიმღერებს ვუსმენდი და პიროვნულადაც არ მაინტერესებდა. ერთხელ "ფეისბუქზე" წერილი გავუგზავნე, მან ცუდათ მიპასუხა და მისითაც დავინტერესდი"-ამტკიცებს ნიკი. ასე, რომ წყვილის ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყო და ოჯახით დაგვირგვინდა. "დამინახა თუ არა, მაშინვე შევუყვარდი"-განაცხადა ნიკიმ. "ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება"-მეუღლეს ეთანხმება მომღერალიც.

ლუკა ვიდეოთამაშებითაა გატაცებული, მის გამო კი ნიკიმაც დაიწყო თამაში, რათა მეუღლეს მხარი აუბას. წყვილი ლუკას ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გოგონას საოჯახო საქმეების კეთება არ ეზარება, როცა ცდილობს მშვენივრად გამოსდის და მეუღლესაც ანებივრებს. "საკუთარი თავი ადრეულ ასაკში ვიპოვე, დავქორწინდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ"-ამტკიცებს ლუკა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimage







3
1893
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1893
  
2015, 17 ივლისი, 1:07
აბა, აბაა :D
2015, 16 ივლისი, 20:58
ოხ ეს ინტრიგნული სათაურები :)
2015, 16 ივლისი, 20:44
თავიდან რომწავიკითხე რა არ ვიფიქრე :D
0 1 3