x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ისლამის ხუთი ბურჯი

imageისლამი ჩაისახა არაბეთის ნახევარ კუნძულზე VII ს-ში. როგორც ყურანი იუწყება, მუჰამადი არის ალაჰის მესამე და ჭეშმარიტი მოციქული.
“ო, მუჰამად, შენ ხარმოციქული ალაჰისა, მე კი ჯაბრაილი”. ჯაბრაილი იგივე გაბრიელი იყო მისი დამაკავშირებელი ღმერთთან.
პირველად 40 წლის ასაკში ჰონდა ხილვა. ეს ხივები აღწერილია ყურანსა და შემდგომ უკვე დამატებების და კომენტარების სახით ჰადისებში. ნათლად არის განხილული ხუთი ისლამური ვალდებულება.
პირველი არის შაჰადა ანუ აღიარება რომ ~არ არის ღვთაება გარდა ალაჰისა და მუჰამადი მოციქულია ალაჰისა~ (ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულუ ლლაჰი). სწორედ, ამ ფორმულის წარმოთქმის შემდეგ ყადისა და მოწმეების თანხლებით ადამიანი ხდება მუსლიმი.
მეორე ვალდებულება არის ლოცვა ანუ სალათი, რომელიც სრულდება დღეში 5 ჯერ, imageთუმცა შესაძლებელია პირველი ორი და ბოლო ორი ლოცვის გაერთიანება. არსებობს მრავალი დეტალი შესრულებისას, დაწყებული განსხვავებებით ქალებისა და მამაკაცების ფორმულებში. ლოცვის შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ ლოცვისთვის შესაფერის ადგილას სპიციალურ ხალიჩაზე, თუმცა პარასკევის შუადღის ლოცვა რეკომენდირებულია ჩატარდეს მეჩეთში, სადაც ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობენ. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ქალები მამაკაცების უკან დგებიან.
მესამე არის სვამი, მარხვა - სრულდება რამადანის თვეში და ამ დროის განმავლობაში დღისით ეკრძალებათ ჭამა, მსუბუქად ვახშმობენ მაშინ, როცა თეთრი და შავი ძაფის ერთმანეთისგან გარჩევა უკვე შეუძლებელია. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიირთმევენ. მთელი რამადანის განმავლობაში აღავლენენ ლოცვებს. ამ დროს ეკრძალებათ, თამბაქოს მოწევა, ცოლ-ქმრული ურთიერთობა და მსგავსი ქმედეები. ლოცვის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ბავშვებისთვის მარხვა ნებაყოფლობითია. არ არის აუცილებელი მათთვის ვინც შორეულ მგზავრობაში იმყოფება, ავად არის ან რაიმე საპატიო მიზეზი აქვს. თუ ეს მდგომარეობა დროებითია, მოგვიანებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ სურვილისამებრ დაიცვან სვამი.
რაც შეეხება ზაქათს, ამ რიტუალით მორწმუნეები მოწყალებას გასცემენ განსაზღვრული რაოდენობით. აგრეთვე არსებობს სადაკა ნებაყოფლობით მოწყალება, რომელიც სურვილისამებრ შეუძლია გაიღოს მორწმუნემ.
imageმეხუთე ბურჯი არის ჰაჯი, რაც წარმოადგენს პილიგრიმობას მექაში და სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც. მორწმუნეები წლობით ელიან თავიანთ რიგს. თუ მუსლიმს სურს და თავად არ შეუძლია ჰაჯის შესრულება სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო, შესაძლებელია მისი სახელით გაიზავნოს პიროვნება ჰაჯზე, მაგრამ ეს ჰაჯი შემსრულებელს არ ჩაეთვლება. ჰაჯი იწყება მე-12 ზუ-ლ-ჰიჯას თვეში და მთავრდება 12 ზუ-ლ-ჰიჯას. ჰაჯი იწყება ქაააბას შვიდგზის შემოვლით, მოილოცავენ შავ ქვას(რომელიც გადმოცემით თავდაპირველად თეთრი იყო, ადამიანთა ცოდვებისგან გაშვდა) და კვლავ ქააბას შემოივლიან. ჰაჯის გზის გარკვეულ ნაწილს სირბილით გადიან, ისვრიან კენჭებს რაც ავი სულების განდევნის შინაარსს ატარებს. გაივლიან მინას, მუზდალიფას დაბლობს, არაფათს და ამ პროცესიების შემდეგ, მე-10 ზუ-ლ-ჰიჯას კლავენ წინასწარ შეძენილ ცხოველს, რათა შესწირონ მუჰამადს. ეს ცხოველი უმეტესად ცხვარი, თხა ან აქლემია. ბოლოს იჭრიან თმას, ფრჩხილებს და იქვე მიწაში ფლავენ. ბოლოს კვლავ გამოივლიან ამ გზას, ხდება ისევ მექის შვიდგზის შემოვლა და ეამბორებიან შავ ქვას და ამით სრულდება ჰაჯი მე-12 ზუ-ლ-ჰიჯას.
imageმართალია არ არის დაკანონებული, მაგრამ ზოგჯერ მეექვსე ბურჯად ჯიჰადს თვლიან ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობები.

5
444
8-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
444
  
2015, 27 ივნისი, 15:33
მადლობა, გავითვალისწინებ.
2015, 27 ივნისი, 15:21
ჯამში კარგი სტატიააა...ცოტ-ცოტა ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით
2015, 27 ივნისი, 11:19
გადავამოწმებ და თუ მართლაც ასეა სიამოვნებით შევიტან ცვლილებას
2015, 27 ივნისი, 10:44
რა დეტალი?
2015, 27 ივნისი, 8:33
არ არის ბოლომდე სწორი
0 1 5