x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
გაიგეთ, ჭკვიანი ხართ თუ ბრძენი - 7 რამ, რითაც ბრძენი ქალი ჭკვიანი ქალისგან განსხვავდება

image


1)ჭკვიანი ქალი ცხოვრებისეული სირთულის დროს სადავეებს აიღებს და ასწავლის ქმარს სწორად იცხოვროს, აძლევს მას მითითებებს.ბრძენი ქალი აჩვენებს საყვარელ ადამიანს მიმართულებას, როგორ უნდა იცხოვრონ და მხარს დაუჭერს მიზნის მიღწევაში.


2)ჭკვიანი ქალი არ ერევა თავისი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში. არ ასწავლის ბავშვების აღზრდას და ა. შ.
ბრძენი ქალი კი აძლევს საშუალებას თავის შვილებს გაიზიარონ მისი გამოცდილება, ასევე ეხმარება მათ ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში.


3)ჭკვიანი ქალი როცა აღმოაჩენს, რომ ქმარმა შეცდომა დაუშვა, ნიშნისმოგებით ეტყვის მას, რომ აფრთხილებდა ამის შესახებ - "ხომ გაგაფრთხილე, რომ ასე მოხდებოდა?"

ბრძენი ქალი მხარდაჭერას გამოუცხადებს საყვარელ ადამიანს, არ აგრძნობინებს ქმარს რომ მან დიდი შეცდომა დაუშვა, ზოგჯერ კი, ისე მოაგვარებს პრობლემას რომ მეუღლე ამას საერთოდ ვერ გაიგებს.



4)ჭკვიანი ქალი სამსახურში აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს სხვებზე უკეთესი, არ დაუშვას შეცდომები, ბრძენი ქალი კი სამსახურში შეკრავს კარგ გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმზე, სიყვარულსა და ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებზე იქნება დაფუძნებული.


5)ჭკვიან ქალს სურს შეცვალოს მსოფლიო, შეცვალოს ყველა მის გარშემო, ბრძენი ქალი, პირველ რიგში ცდილობს საკუთარი თავი შეცვალოს და გარშემომყოფები მიიღოს ისეთები როგორებიც არიან.


6)ჭკვიანი ქალი ცდილობს გაუმკლავდეს მშობელებისა და დედამთილის გავლენას, დაამტკიცოს, რომ ის დამოუკიდებელია და აღარაა საჭირო მათი რჩევების გათვალისწინება.
ბრძენი ქალი იღიმის, უსმენს მათ რჩევებს ჩუმად და წყნარად, ეთანხმება მათ. საბოლოოდ კი, გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარი და საყვარელი ადამიანის შეხედულებისამებრ იღებს.


7)ჭკვიანი ქალი თვლის, რომ ბედნიერია ის, ვინც არის მართალი; ბრძენი ქალი კი მიიჩნევს, რომ მართალია ის, ვინც არის ბედნიერი.

0
828
5-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0