x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ვინ თქვა, რომ სამსახურეობრივი რომანები 18:00 საათის შემდეგ სრულდება"? - თურქული ვარსკვლავური წყვილის გადასაღები მოედნიდან გაგრძელებული სიყვარულის ისტორია

imageსაქართველოში უკვე მოდად ქცეული სატელევიზიო სერიალები და განსაკუთრებით კი თურქული სერიალები არა ერთ ვარსკვლავურ წყვილთან აახლოებს ქართველ მაყურებელს. სტატიაში იმ ლამაზი სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ფილმის " 1001 ღამე" მთავარი მოქმედი გმირების მსგავსად რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს ის უსიტყვო სიყვარული და ერთგულება, რაც ფილმში ხდება.

თურქული სერიალების ვარსკვლავური წყვილი - ხალით ერგენჩი და ბერგიუზარ ქორელი უკვე ექვსი წელია ცოლ - ქმარი არიან და ხუთი წლის ვაჟი ალი ჰყავთ. ცნობისათვის, როდესაც მსახიობი დედა გახდა, სწორედ მაშინ მიიღო შემოთავაზება ხალით ერგენჩმა ისტორიულ ფილმში სულთან სულეიმანის როლის შესასრულებლად.imageimageimageროგორც მსახიობმა განაცხადა, ის ძალიან ჰგავს თავის გმირს შეხარაზადს ხასიათის სიმტკიცით და მოზომილი საუბრით. ყვითელი პრესა კი თურქული კინო ვარსკვლავის როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებზე წერს: – " ქორელი ყველაზე ჩაკეტილ პერსონად ითვლება თურქულ კინოსამყაროში...ის არავის ანებივრებს ინტერვიუებით და მიღებებზე ყოველთვის თავდაჭერილი და შეუვალია".საინტერესო ფაქტია, რატომ შეყვარდა ხალითს ასეთი " ქალი - ვამპირი" -წერს წყარო. წყვილს შორის 12 წელია ასაკობრივი სხვაობა.

წყაროს ინფორმაციით, ხალითის მამა არა ერთხელ იყო დაქორწინებული, რაც გარკვეულ საშიშროებას უქმნიდა ქორელს მამამთილის გენეტიკის გამო. გარდა ამისა, თავად ხალითი ხომ ქორწინებაში იმყოფებოდა გიზემ სოისალდისთან, რომელთანაც გაყრა 180 000 დოლარი დაუჯდა. მაგრამ ბერგიუზარმა სიყვარულის გამო გარისკა და დღემდე არც უნანია.image

რას ჰყვება თავად ხალით ერგენჩი საკუთარ გრძნობებზე და ულამაზეს მეუღლეზე? - "მამაჩემის მსგავსად უიმედო განცდა მქონდა სიყვარულის მიმართ. სანამ ბერგიუზარს შევხვდებოდი, იმედგაცრუებული ვიყავი, მითუმეტეს ერთხელ დაქორწინება უკვე მოვასწარი.ბერგიუზარის და ალის არსებობით მე სრულყოფილი ადამიანი ვარ. მე წარსულში დავტოვე ძველი ცხოვრება, რადგან ჩემს მეუღლეს განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩემს გულში. Нам просто суждено было быть вместе".imageimageimage








0
1619
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0