x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
არა ფანატიზმს! ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ადამიანი "შექმნა სახედ და ხატად თვისად". ღმერთი არსებობს სწორედ იმიტომ, რომ ვარსებობთ ადამიანები. თუ არ იარსებებს ადამიანი, შესაბამისად არ იარსებებს ღმერთიც, რადგან იგი ჩვენს სულებსა და ყოფიერებაშია.


რაც შეეხება რელიგიებს, სულიერება და რელიგია ბევრს ჰგონია ერთი და იგივე რამ. მაგრამ სინამდვილეში სულიერება უფრო ფართო და მეტის მომცველია. ბევრ რელიგიურ ადამიანს თავისი რელიგია ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნია. მაგრამ სულიერება რელიგიურ ზღვრებს სცილდება, ის უნივერსალურია. ყველა რელიგიაში ერთი მორალურ-ზნეობრივი პრინციპებია და ყველა რელიგია ერთისკენ არის მიმართული - ღმერთისკენ.
მე მიაჩნია, რომimage უნდა არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია, რომელიც სამად სამი სიტყვით განისაზღვრება : სიყვარული, თავისუფლება და სამართალი, დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია.


ადამიანი განისჯება საკუთარი სინდისის შესაბამისად, მიუხედავად მისი რელიგიური შეხედულებისა, რადგან სინდისი ეს არის უფლის ხმა ადამიანში და თუ სინდისი გაწუხებს, ესე იგი ღმერთია შენში, და თუ ღმერთია შენში, შენ მისი მეგობარი ხარ.
გვახსოვდეს, მთავარია გულში გვწამდეს და ვიმოქმედოთ საკუთარი სინდისისა და ღირსების შესაბამისად, რადგან ღირსება ადამიანურ ღირებულებათა უზენაესი ინსტანციაა, არ გავკიცხოთ არავინ, "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" და ასევე გვახსოვდეს "ვერ ამაღლდები, თუ არ დამდაბლდი!"

.


ვერ ამაღლდები

კედლისკენ ჩუმად გადაბრუნებულს
რამდენჯერ ცრემლი მდენია თვალში,
ფიქრებით შენზე შორს გაფრენილი
რამდენჯერ მაღლა ავ-სულ-ვარ ცაში.

მე დავცემულვარ, მაგრამ ავდექი
და გავარღვიე შფოთი, ავდარი,
რადგან ყოველთვის მახსოვდა ფრაზა
"ვერ ამაღლდები, თუ არ დამდაბლდი".

კედლისკენ ჩუმად გადაბრუნებულს,
თვალები მქონდა ცრემლით დამბალი
და განუწყვეტლივ ყურში მესმოდა
"ვერ ამაღლდები, თუ არ დამდაბლდი".

.

ჩემი პოსტი

http://robertkk.blogspot.com/-ზე

7
247
3-ს მოსწონს
ავტორი:რობსონ
რობსონ
247
  
2012, 9 ივლისი, 13:05
მე გახლავართ ქრისტიანი,ხოლო ქრისტე გვეუბნება რომ მე ვარ გზა სიცოცხლე და ჭეშმარიტება.ანუ ხსნა მხოლოდ ჩემშია,მე ვარ ერთადერთი ხიდი ამ სამყაროსა და იქითა სამყაროს შორის.არასწორია როდესაც იძახით რომ ყველა რელიგია ღმერთამდე მისასვლელი საშუალებებია.ყველაში ქრისტიანობას ნუ მოიხსენიებთ რადგან ქრისტეს არ უთქვამს ისეთი რაიმე ასაც თქვენ იძახით.სინდისის ქონა არ ნიშნავს იმას რომ თქვენში ღმერთია,კი გეთანხმებით რომ ეს თვისება ღმერთმა დაგვაყოლა,მაგრამ ეს თავის თავში არ გულისხმობს გადარჩენას,ხსნას.ათეისტ ადამიანსაც აქვს სინდისი მაგრამ მას ღმერთის არ სჯერა,თუ მას ეს სინდისი აქვს როგორ არის მასში უფალი?იგი ხომ თავისი ნებით უარყოფს მას?იმის მიუხედავად რომ იგი სინდისიერია?თქვენი კომენტარის მიხედვით ვასკვნი რომ თქვენ ღმერთი უპიროვნო არსებად მიგაჩნიათ.თუ თქვენ ამბობთ რომ ღმერთი არსებობს და არსებობს მასთან მისასვლელი ბევრი გზა,მაშინ იგი პიროვნული არსება არ ყოფილა რადგან,თუ იგი არსებობს და მას არ აღიარებ და აღიარებ სხვა ღმერთს და სხვა ღმერთის საშუალებით მიდიხარ იმ ღმერთამდე გამოდის რომ მას უარყოფ ხოლო თუ ის პიროვნებაა შენ როგორ მიგიღებს?ხოლო თუ იგი უპიროვნოა,გეთანხმებით რომ თქვენი მოსაზრება სწორია,მაგრამ მე ვიცი ბიბლიის საშუალებით,რომ არსებობს ერთი ღმერთი 3 სახით(სამება)მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა.ისინი არიან სამნი მაგრამ ერთნი.ანუ სახეზეა არა პოლითეიზმი არამედ მონოთეიზმი.ქრისტიანობის მიხედვით ღმერთი არის პიროვნული არსება,დაუსაბამოო სიყვარულის,სიბრძნის,შესაძლებლობების მქონე არსება,რომელიც მუდმივად და ერთდროულად იმყოფება როგორც იქითა ასევე ამ სამყაროში.და ეს ღმერთი გვეუბნება რომ ჩემამდე მოსასვლელი გზა მხოლოდ ერთია.თუ მე უარმყოფ მე როგორღა მიგიღებ?მე თუ არ მაღიარებ სხვისი აღიარებით ჩემთან როგორ მოხვალ?ელემენტალური ჭეშმარიტებაა.სამყაროში არსებობს ერთი ჭეშმარიტება,და ეს ჭეშმარიტება იესო ქრისტეა.ბევრი ჭეშმარიტებები არ არსებობს.არსებობს მხოლოდ ერთი.
2012, 5 ივლისი, 15:29
ერთი. და ეს ერთი არის სწორედ ღმერთი, რელიგიები. ეს მხოლოდ ღმერთამდე მისასვლელი საშუალებებია, მაგრამ ღმერთამდე შეიძლება სხვა გზითაც მიხვიდე, რელიგიის გარეშე და ეს გზა სინდისია. სინდისი კი ეს არის უფლის ხმა ადამიანში და თუ სინდისი გაწუხებს, ესე იგი ღმერთია შენში, და თუ ღმერთია შენში, შენ მისი მეგობარი ხარ და სწორედ მეგობრობისკენ მოგვიწოდებს თავად უფალი.
2012, 26 ივნისი, 19:49
ავტორს მინდა მივმართო:რამდენი ჭეშმარიტება შეიძლება იყოს სამყაროში?
2012, 26 ივნისი, 19:13
ქრისტიანობა არის სიცოცხლის მსოფლმხედველობა და არა რელიგია.რელიგია არის სისტემა,გარკვეული წესების ერთობლიობა რომელიც ისახავს მიზნად,რომ დამოკიდებულობაში მოიყვანოს ადამიანები ამ რელიგიურ ორგანიზაციასთან,მის წესებთან.რაც შეეხება დამოკიდებულების სწორ გაგებას,ადამიანი დამოკიდებულია ქრისტეზე,რომელიც ნიშნავს თავისუფლებას.რაც შეეხება ათეისტებს მინდა მათ დავუსვა რამოდენიმე შეკითხვა და პასუხებსაც დაველოდები. 1.ვინ შეგქმნათ? 2. რა დანიშნულება გაქვთ დედამიწაზე? 3. სად მიდიხართ სიკვდილის შემდეგ? მიპასუხეთ ამ შეკითხვებზე და შემდეგში მე გაგცემთ პასუხს,ამს ამ შეკითხვაზე,იმ პასუხებს რასაც ბიბლია გვთავაზობს :)
2012, 23 მაისი, 13:35
თელი თქვენი რელიგიური რწმენის მიუხედავად, უფრო აგრესიული და მტრულად განწყობილი ხართ ჩემდამი ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო თქვენს მიმართ (: ერიხ მარია რემარკი. მიუღებელია ნამდვილად ადამიანის მიმართ აგრესიულობა იმის გამო,რომ ის ისე არ ფიქრობს და ისე არ სწამს როგორც სხვებს,ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ ! ესაა ჩვენი საზოგადოების პრობლემა.
2012, 22 მაისი, 23:09
რა ვქნა,არ მწამს და ჰე მომკალიტ რა :(
2012, 22 მაისი, 19:41
შარდენი: "ყველა რელიგია ადამიანის მატერიაზე ამაღლებას ისახავს მიზნად"
0 1 7