x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სკანდალური ირინა შეიკის გარშემო-El Mundo-მ ფიფას ექს-პრეზიდენტის საყვარლების სია გამოაქვეყნა
image



ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სენსაციური ახალი ამბავი ფიფას ექს-პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის გარშემო, რომელიც სულ ახლახანს კორუფციულ სკანადალში გაეხვია.


გამოცემა El Mundo ირწმუნება, რომ რუსი მოდელი სანამ პორტუგალიელი ფეხბურთელის, ქრიშტიანუ რონალდუს საცოლე გახდებოდა, მანამდე იოზეფ ბლატერის ერთ-ერთი საყვარელი იყო.


El Mundo-მ გამოაქვეყნა 79 წლის ბლატერის ყველა საყვარლის სია, როგორც გამოცემა იუწყება, ამჟამად ფიფას ექს-პრეზიდენტის მორიგი საყვარელი 28 წლის სომხური წარმოშობის შვეიცარიელი ლინდა ბარასია, რომელიც მასზე 28 წლით უმცროსია.



1995-2002 წლებში ბლატერის საყვარელი პოლონელი ჩოგბურთელი ილონა ბოგუცკა იყო, რომელიც თავის ერთადერთი ქალიშვილის მეგობარი იყო.2004 წელს ფიფას პრეზიდენტი გრაციალა ბიანკაზე დაქორწინდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გაეყარა.


ყოფილი საყვარლების სიაში აღმოჩნდა რუსი მოდელი ჩელიაბინსკიდან ირინა შეიკი, ქრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საცოლე.


თავის გადადგომამდე რამდნიმე ხნით ადრე ბლატერმა განაცხადა:" ჩემი საყვარლები ფიფა და ფეხბურთია".


ამასობაში კი სენსაციურ ახალ ამბავზე კომენტირება არ ისურვა ირინას პრეს-აგენტმა ნიუ-იორკში.როგორც ჩანს არც თვითონ ირინას აღელევებს დიდად მის გარშემო აგორებული სკანდალი და პასუხად Instagram-ზე დადო მაცდური ფოტო, რომელიც პარიზში მორიგ ფოტოსიისთვის არის განკუთვნილი.

image
შეგახსნებთ, რომ რუსი სექს-სიმბოლო ამჟამად ხვდება ჰოლივუდის მსახიობს ბრედლი კუპერს.

0
390
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0