x
image
natia.a
ყოველ მეხუთე მამაკაცს ქალის ტვინი აქვს! - მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა
image

აშშ-ს მეცნიერები დიდი ხნის დაკვირვებისა კველევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცთა ერთ მეხუთედს ქალის იდენტური ტვინი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც არის სქესთან დაკავშირებული განსხვავებები.


მაგალითად, მამაკაცებს ქალებთან შედარებით უარესად ესმით. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა მაღალ ხმაზე საუბრობს, რაც ქალებს აღიზიანებთ. ქალის სმენა უფრო მახვილია, რადგან მამაკაცთან შედარებით მეტად აქტიური აქვს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო.


ამას გარდა, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ ე.წ. "პარანოიის სინდრომი" - ისინი გარემომცველ სამყაროს მეტი სიფრთხილით ეკიდებიან, ვიდრე მამაკაცები.


ასევე აღნიშნავენ, რომ ქალები ხშირ შემთხვევაში უფრო კონტაქტურები არიან: ეს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებში შეიმჩნევა, სადაც გოგონები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ბიჭები. თუმცა, ამავდროულად, ქალები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან შემთხვევითი ნაცნობობის გაბმას.



მეცნიერთა თქმით, სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, უფრო უჭირთ პრობლემებზე გაჩუმება - მათ ყოველთვის სჭირდებათ ვინმესთვის "გულის გადაშლა".

მეცნიერებმა ახსნეს, რომ მოცემული განსხვავებები მამაკაცისა და ქალის ტვინში ადრეული ბავშვობიდან ფორმირდება. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ის ფაქტიც კი, რომ ბიჭი ბურთს ფეხს ურტყამს, გოგო კი ხელში იღებს, გამოწვეულია განსხვავებული ჰორმონებით.

1
239
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
239
  
2015, 3 ივნისი, 15:17
:):):)G–G
0 1 1