x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რითი განსხვავდება ჭკვიანი ქალი ბრძენი ქალისგან

image

— ჭკვიანი ქალი, როცა აღმოაჩენს, რომ ქმარმა შეცდომა დაუშვა, შეახსენებს, რომ აფრთხილებდა ამის შესახებ.
— ბრძენი ქალი კი ქმარს მხარში ამოუდგება, გაამხნევებს, ზოგჯერ შეიძლება ისე მოიქცეს, ვითომ ვერც კი შეამჩნია მისი შეცდომა.



— ჭკვიანი ქალი კრიზისულ სიტუაციაში მართვის სადავეებს ხელში აიღებს და ქმარს სწორად ცხოვრებას ასწავლის.
— ბრძენი ქალი კი ძალიან დელიკატურად მიანიშნებს მიმართულებას და მხარში ამოუდგება მეუღლეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე.



— ჭკვიანი ქალი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეასწავლის შვილებს მათემატიკას.
— ბრძენი კი ყოველ მათგანში საკუთარი სურვილების მქონე პიროვნებას დაინახავს.



— ჭკვიანი ქალი სამსახურში ეცდება სხვებზე უკეთესი იყოს და არ დაუშვას შეცდომები. ამიტომ კოლეგები მის მიმართ ყოველთვის ფხიზლად იქნებიან.
— ბრძენი ქალი კი კოლექტივში სიყვარულისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის.




— ჭკვიანი ქალი ჩაერევა უფროსი შვილების ცხოვრებაში, მისცემს მათ აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებსა და რეკომენდაციებს, ესაუბრება იმაზე, როგორ უნდა გაზარდონ სწორად შვილები.
— ბრძენი ქალი შვილებს იმის უფლებას მისცემს, რომ თავად მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება და მხარში ამოუდგება ნებისმიერ სიტუაციაში.



— ჭკვიანი ქალი შეებრძოლება დედამთილის გავლენას, ეცდება დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, ეჩხუბება მშობლებს იმის გამო, რომ რჩევებს აძლევენ და მის ცხოვრებაში ერევიან.
— ბრძენი ქალი უთქმელად მოისმენს ყველაფერს, გაიღიმებს, დაეთანხმება... მაგრამ მოიქცევა ისე, როგორც სურს...თუმცა სიყვარულით.



— ჭკვიან ქალს სურს ყველა და ყველაფერი შეცვალოს ირგვლივ.
— ბრძენი ქალი თავად დაიწყებს შეცვლას. და მიიღებს სხვებს ისეთს, როგორებიც არიან.



— ჭკვიანი ქალი ფიქრობს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია.
— ბრძენმა ქალმა კი იცის, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია.

0
309
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0