x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ის, რაც ყველა მამაკაცს სურს, რომ უთხრას ქალს
imageიქნებ უცნაურიც იყოს ქალისგან ამ სტატიის დაწერა, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო იქნება ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ თავი მამაკაცების ადგილზე და დავფიქრდეთ, რა სურთ გვითხრან ჩვენ, ქალებს... ზოგადად, მომავალში გასათვალისწინებლად.


მაშ ასე, ვფიქრობ, ყველა მამაკაცს სურს ქალებს უთხრან, რომ:



1. ჩვენ არასოდეს ვტოვებთ ქალს, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობთ. უფრო მეტიც, იმისგანაც კი გვიჭირს წასვლა, რომელთანაც წარსული, მაგრამ მაინც ბედნიერი წუთები გვაკავშირებს.



2. ქალების იმაზე გაცილებით ნაკლებად გვესმის, ვიდრე გვინდა, მაგრამ იმაზე მეტად მაინც, ვიდრე თქვენ გგონიათ.


3. უმეტეს ჩვენგანს შეუძლია რეცხვა, უთოობა, სახლის დალაგება და ნორმალური საჭმლის კეთებაც კი. ამიტომ არ გვაქვს აუცილებლობა ამ ყველაფრისთვის ქალის ბუზღუნი და უპატივცემულობა ავიტანოთ. მოკლედ, მხოლოდ იმიტომ, რომ დიასახლისი გვჭირდება, ქალთან ვერ ვიქნებით.


4. ჩვენ არ გვეშინია ძლიერი ქალების. უბრალოდ არ მოგვწონს ისინი, ისევე, როგორც თქვენ არ მოგწონთ სუსტი მამაკაცები. თუმცა თვითონ ეს ორი ტიპაჟი ერთმანეთს კარგად ეწყობა: ძლიერი ქალი და სუსტი მამაკაცი - უკვე კლასიკად ქცეული წყვილია.


5. თუ მამაკაცი ინიციატივას არ იჩენს, ნუ გგონიათ, რომ სულელია და თავს ვერაფერს აბამს. იქნებ უბრალოდ არ სურს...არ სურხართ.


6. გოგონა, რომელიც რესტორანში ოფიციანტს უყვირის, სულაც არ იწვევს ჩვენში პატივისცემას, პირიქით, იმედგაცრუებული ვრჩებით.


7. შეგვიძლია უხმოდ და დიდიხანს ვასრულოთ თქვენი ახირებები. მაგრამ ზოგჯერ ამას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვაკეთებთ: გვაინტერესებს რამდენად შორსაა წასული თქვენი ეგოიზმი.


8. ქვეყნად ლამაზი და სექსუალური ქალი გაცილებით მეტია, ვიდრე ჭკვიანი, წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი. ვიხსენებთ ამას, როცა ჩვენგან იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე გვაძლევენ...


9. ქალისგან უარი თავიდან შეიძლება მოგვწონდეს, მაგრამ რამდენ ხანს? არც ისეთი სულელები, ვართ, რომ დრო დავკარგოთ თამაშზე, რომელიც თავიდანვე წაგებულია. დგება დრო, როცა თითოეულ ჩვენგანს მოსწონს, როცა ქალი ხელმისაწვდომია, მაგრამ ...მხოლოდ მისთვის. გვაპატიეთ ამ პარადოქსისთვის.


10. თუ გოგოს რესტორანში ვპატიჟებთ, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც არაფერს ნიშნავს ხუმრობები, ღიმილი და საერთოდ მსუბუქი ფლირტი. ჩვენც ისევე გაკვირდებით, როგორც თქვენ.


11. არ ვეჭვიანობთ მხოლოდ მათზე, ვინც არ გვიყვარს. თუმცა ეჭვიანობაც არ ნიშნავს ყოველთვის სიყვარულს.


12. თუ ერთხელაც ინსტინქტებს ავყევით და გიღალატეთ, შემდეგ კი ამას საგულდაგულოდ ვმალავთ თქვენგან, ესე იგი არ გვსურს თქვენი დაკარგვა.


სულ ესაა. იქნებ რომელიმე პუნქტში შევცდი კიდეც, ან იქნებ რაიმე გამომრჩა... დანარჩენი თქვენთვის მომინდია...


4
982
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
982
  
2015, 28 აპრილი, 16:09
4 ცდები თუმცა მრავლადაა ასეთი წყვილები, მაგრამ რაიცი კაცს კიდე რამდენი რამე უნდა რომ გითხრას ქალს ....
2015, 28 აპრილი, 12:51
ჰაჰ , კარგი სტატიააა
2015, 27 აპრილი, 21:38
მადლობა :)
2015, 27 აპრილი, 20:34
კაი იყო ნათია :D
0 1 4