x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ნიკა ვარდოშვილი - ძაღლების ყეფით თელავი ტურისტებს ვერ მოიზიდავს!

imageქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ვარდოშვილი, ქალაქის მერიას ცხოველთა თავშესაფრის გახსნას სთხოვს.
ვარდოშვილმა აღნიშნულ საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც დეპუტატი აცხადებს:

აუცილებელია მოკლე დროში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნა, რადგან ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას:
“პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ღამის საათებში ქუჩაში გავლა შეუძლებელია, . გარდა ამისა, აქ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს ანტირაბიული აცრების ჩასატარებლად ათობით მოქალაქე აკითხავს, ეს კი მათ იმუნურ სისტემას ანგრევს. პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მერიის ბიუჯეტში საჭირო თანხა თავშესაფრის ასაშენებლად, შესაძლებელია ქალაქის მერმა მოლაპარაკებები აწარმოოს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, რომ მოხდეს ერთობლივად ერთი თავშესაფრის გაკეთება, უბრალოდ მინდა შევახსენო ქალაქის მერიას, რომ ძაღლების ყეფის ფონზე, თელავი ტურისტებს ვერ მოიზიდავს''-

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0