x
image
natia.a
როგორ უნდა გაიხადოთ სწორად ქმართან - სახელმძღვანელო ცოლებისთვის
თანამედროვე ქალების უმრავლესობამ უკვე იცის ათასი ხერხი იმისა, როგორ მოხიბლოს სასურველი მამაკაცი და ალბათ აღარც სჭირდება ამ მხრივ რაიმე სახის რჩევა. თუმცა სულ სხვა საკითხია, როცა საქმე ეხება არა მამაკაცს, რომლის მოხიბვლაც გსურთ, არამედ მამაკაცს, რომელიც უკვე მოხიბლეთ...ანუ ქმარს. აქ ბევრი ალბათ დასვამს შეკითხვას, რა საჭიროა მამაკაცის მოხიბვლა თუ ის უკვე ქმარია? შეკითხვა რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქმარი ამასთანავე მამაკაციცაა და დროდადრო მასში ვნების გაღვივებაა საჭირო. ჯერ კიდევ 1937 წელს ჟურნალმა "Life" გამოაქვეყნა სახელმძღვანელო იმის შესახებ, როგორ უნდა გაიხადოს ქალმა სწორად მეუღლის წინ.

image


1937 წელს მანჰეტენზე სოციოლოგიის პროფესორმა ალენ გილბერტმა გახსნა ე.წ. "გახდის სკოლა" ცოლებისთვის, სადაც ასწავლიდნენ ქმრების წინაშე სწორად გახდის ხელოვნებას. სკოლაში ექვსი გაკვეთილის საფასური 30 დოლარს შეადგენდა, რაც დღევანდელი 500 დოლარის ეკვივალენტია.

image
ხოლო ჟურნალ LIFE-ში კი გამოქვეყნდა ერთგვარი სახელმძღვანელო ფოტოები, რომლებზეც ნაჩვენები იყო გახდის სწორი და არასწორი ვარიანტები.


image


პედაგოგებად აყვანილი იყო ორი პოპულარული მოცეკვავე: ჯუნ სენტ-კლერი (მარჯვნივ), რომელიც აჩვენებდა როგორ უნდა გაიხადოს ცოლმა, და კონი ფონზალუ (მარცხნივ), რომელიც აჩვენებდა გახდის არასწორ ვარიანტს.

image


“საძინებელ ოთახში ქცევის წესების ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახური ბედნიერებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თაფლობის თვე მთავრდება და იწყება ოჯახური ცხოვრება".

imageimageimageimageimageimageimageimage











2
763
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
763
  
2015, 24 დეკემბერი, 21:27
ლოლ, ქალმა გაიხადოს და არ მკიდია როგორ იხდის?
2015, 4 აპრილი, 8:55
G–G
0 1 2