x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნამდვილი სიყვარული: მამაკაცმა ცოლს მათი ქორწინების 56 წლის მანძილზე 55 ათასი კაბა აჩუქა
კოლექცია 55 ათასი კაბისაგან შედგება. ყველა ისინი პოლ ბროკმანმა თავის ცოლს აჩუქა. ეს კაბები მამაკაცმა მათი ქორწინების 56 წლის მანძილზე შეიძინა. გამოდის, რომ ის საშუალოდ ერთ წელიწადში ათასამდე კაბას ჩუქნიდა ცოლს. კაბებიდან პირველი ათეული პოლმა მოიპარა და თავის შეყვარებულს, სახელად მარგოს აჩუქა. მარგო საბოლოო ჯამში პოლის მეუღლე გახდა. თუმცა წლების შემდეგ ცხოვრება სასტიკად მოექცა შეყვარებულ ცოლ-ქმარს: პენსიაზე მყოფ პოლს უკვე აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ცოლი ძვირფასი კაბებით გაანებივროს, უფრო მეტიც-ის ფინანსური სირთულის წინაშე დადგა, ამიტომ მარგომ მოიფიქრა ამ კაბების მაღაზია გაეხსნა. გაირკვა, რომ სულ პოლს მათი ერთობლივი ცხოვრების მანძილზე მათში 1, 5 მილიონამდე დოლარი აქვს დახარჯული.


image


პოლ ბროკმანს სიჭაბუკეში ძალიან უყვარდა ცეკვა. სწორედ საცეკვაო მოედანზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე. "- როცა ჩვენ პირველად შევხდით ერთმანეთს, მთელი ღამე ცეკვაში გავატარეთ. ამის შემდეგ ძალიან დავახლოვდით .. სწორედ მარგოს გაცნობის პირველი დღიდანვე დავიწყე კაბების ყიდვა", - ყვება პოლი.


image



მათი ქორწინების 56 წლის განმავლობაში პოლი ყოველდღიურად ორ-სამ კაბას ყიდულობდა მეუღლეს.


image


"- ყოველთვის, როცა კი კაბას ვყიდულობდი, წარმოვიდგენდი, როგორ მოუხდებოდა მას ესა თუ ის სამოსი. მე არ მინდოდა, რომ მარგოს ერთი და იგივე კაბა რამოდენიმეჯერმე ცმოდა", -იგონებს პოლი.


image


საოცარია, მაგრამ მათ შვილებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა კოლექციის მფლობელი იყო მათი დედა.


image


"- ჩემმა უკვე ზრდასრულმა გოგონამ ერთხელ სულ შემთხვევით ნახა კოლექცია, როცა ავტოფარეხის კარები ღია დამრჩა. მან გაოგნებულმა მკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს, "-ღიმილით იხსენებს მარგო.


image


მართალია, ქალს ძალიან უჭირს საყვარელ კაბებთან გამომშვიდობება, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს და მარგომ მაღაზია გახსნა, სადაც მისი კოლექცია სრულადაა წარმოდგენილი.


image


"თავის დროზე პოლს არასოდეს ენანებოდა ფული, რომ მე ლამაზად ჩაცმული ვყოფილიყავი... ახლა ჩემი ჯერია, მინდა რომ მას დავეხმარო და ფინანსური პრობლემები შევუმსუბუქო", - ამბობს მარგო.

0
127
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0