x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
როგორი უნდა იყოს იდეალური ფოტო გაცნობის საიტებისთვის - ექსპერიმენტის შედეგები
imageცნობილი გაცნობის საიტის, Zoosk-ის 4000-ზე მეტ მომხმარებელზე დაკვირვებით მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს იდეალური ფორმულა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფოტო ინტერნეტით პარტნიორის საპოვნელად.


გაირკვა, რომ გოგონები 60%-ით მეტად იპყრობენ ყურადღებას თუ მათი ფოტო გადაღებულია შენობაში. ხოლო ბიჭები 19%-ით უკეთესად გამოდიან ქუჩაში გადაღებულ სურათებზე.


ფოტოები, რომლებზეც მთელ სიმაღლეზე არიან მომხმარებლები გადაღებული, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. ამგვარი ფოტოები რეკორდულად (200%-ით!) ზრდის პროფილის ნახვას და გაცნობის თხოვნას.


კვლევის შედეგად ე.წ. "სელფები" საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მისაქცევად საკამათო აღმოჩნდა. ქალების მიერ გადაღებული "სელფები" ნახვას მხოლოდ 4%-ით ზრდის, მამაკაცების კი - 8%-ით. გოგონებს უფრო მოსწონთ ბიჭების ის ფოტოები, რომლებზეც სხვა ადამიანებთან ერთად არიან გადაღებული, რადგან ეს ამტკიცებს, რომ მათ ნაცნობ-მეგობრებთან აქვთ კონტაქტი და არ არან სახლში მჯდომი მარტოხელები.



კვლევის პროცესში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა: თუ თქვენ შეტყობინებებში იყენებთ სიცილაკს ცხვირით, ეს თქვენს შანსებს 13%-ით გაზრდის, ხოლო უცხვირო სიცილაკები პირიქით, 66%-ით შეამცირებს თქვენს წარმატებას.


ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ცხვირებს!


image




1
148
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
148
  
2015, 28 თებერვალი, 11:38
გავაზიარეეეეე
0 1 1