x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ქალთა მიმართ ძალადობა
image


ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური თემაა მსოფლიოში. ძალადობის შედეგად უფრო მეტი ქალი კვდება ვიდრე სიმსივნით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე მათივე პარტნიორი მამაკაცია.

ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა ეს არის კონტროლის და დათრგუნვის საშუალება, რომელიც შეიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვასა და ზიანს. ის შეიძლება იყოს: ღია ( მაგალითად ფიზიკური) და ფარული (მუქარა, დევნა, მოტყუება). ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას და შელახოს კანონით მინიჭებული უფლებები. იგი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში.

საქართველოში არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ის ფორმა, რაც დანარჩენ მსოფლიოში. საქართველო არ არის გამონაკლისი არც ერთი კუთხით. გავრცელებულია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა, ანუ ყველაფერი ის, რაც კანონში არის დაფიქსირებული და რაც დანარჩენ მსოფლიოში გვხვდება. ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული ქართულ კონტექსტში არ გვხვდება. გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს, საქართველოში ყოველი მესამე ქალი და ფეხმძიმე ქალების 3% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში, სადაც ოჯახის მარჩენალთა 30 % ქალია, მოსახლეობის აზრით უმჯობესია ქალი საერთოდ არ მუშაობდეს, რომ ქალის უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება გამრავლება, ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლის წესრიგში მოყვანაა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართველ-მსხვერპლ ქალთა უმრავლესობა არ მიმართავს დახმარებას, შიშისა და სირცხვილის გამო. ისინი თვლიან, რომ ოჯახური ძალადობის პრობლემები ოჯახში უნდა განიხილებოდეს.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 95% ქალია, ოჯახში ქალებზე ძალადობა ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ინდოეთში ყოველდღიურად ოცდაორ ქალს კლავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში- ოთხს, ევროპაში კი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობას ყოველი მეხუთე ქალი განიცდის. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კველევის თანახმად, ქალების 38%, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით უნდა აიტანოს ძალადობა.


25 ნოემბერი “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა''. ქალთა უფლებადამცველი აქტივისტები ამ დღეს 1984 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ, 1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ ეს დღე “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ'' ოფიციალურად დაამტკიცა. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში სამი დის: მინერვა, პატრია და მარია მირამალების მოკვლის ფაქტი. დები მირამალები პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და იმ დროს დომინიკის რესპუბლიკაში მოქმედი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სწორედ ამ რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ დახოცა დები იმ დროს, როცა ისინი თავიანთი დაპატიმრებული ქმრების სანახავად მივიდნენ.







0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევაან
ქეთევაან
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0