x
ექსპერიმენტატორის მიერ ამორჩეული დამოუკიდებელი ცვლადები,ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები

ექსპერიმენტატორის მიერ ამორჩეული დამოუკიდებელი ცვლადი ხშირად სუბიექტური ცვლადია ხოლმე:IQ, გენდერი, რასა ან ცდისპირის სხვა მახასიათებელი.ასეთი ცვლადებით მანიპულირება რთული ან შეუძლებელია.მაგალითად ექსპერიმენტატორს აინტერესებს თვითშეფასების გავლენა რაიმეს დასწავლაზე.ამისათვის ექსპერიმენტატორს შეუძლია აირჩიოს ორი ჯგუფი, ერთში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც თვითშეფასების კითხვარში მაღალი ქულები ექნებათ, ხოლო მეორე ჯგუფში დაბალი ქულების და შესაბამისად დაბალი თვითშეფასების ადამიანები გადანაწილდებიან.ორივე ჯგუფი ერთნაირ დავალებას შეასრულებს, მათი დასწავლილი ინფორმაციის რაოდენობა დამოუკიდებელი ცვლადი იქნება.ექსპერიმენტატორს არ შეუძლია მანიპულირება მოახდინოს თვითშეფასებაზე (არაეთიკურია), თუმცა მას შეუძლია ამოარჩიოს თვითშეფასების სხვადასხვა დონის მქონე ცდისპირები.ზოგიერთი ფსიქოლოგი ასეთ კვლევას არ უწოდებს ნამდვილ ექსპერიმენტს, ვინაიდან ექსპერიმენტატორი ცდისპირებს ექსპერიმენტის დაწყებამდე ანაწილებს ჯგუფებში და ვერ ახდენს დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულაციას.მეორე მხრივ, სუბიექტური ცვლადების როგორც დამოუკიდებელი ცვლადის გამოყენება აღმოჩნდა სასარგებლო მეთოდი, რადგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თემების შესწავლა, როგორიც არის სოციალური და ფსიქოლოგიური განსხვავებები განპირობებული სქესით, ასაკით, რასით და სოციალური სტატისუთ შესაძლებელია მხოლოდ ასეთი შერჩევის გამოყენებით.შეგვიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ, როცა სუბიექტური ცვლადი გამოყენებულია როგორც დამოუკიდებელი.მაგალითად მდიდარი და ღარიბი ოჯახებიდან ბავშვებს უნდა აეწყოთ 10 და 25 ცენტიანი მონეტებისაგან სურათები, ამით ექსპერიმენტატორები იკვლევდნენ კავშირს ბავშვების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფულის მონეტების ოდენობასთან დამოკიდებულებას შორის.ხშირად ექსპერიმენტატორების ქალებსა და კაცებს ადარებენ ერთმანეთს.უამრავი კვლევა ჩატარდა სადაც მწეველებსა და არამწეველებს ადარებენ ფილტვის კიბოთი დაავადების რაოდენობათა მიხედვით.ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი იყო იმ უამრავი შემთხვევიდან, როდესაც სუბიექტურ ცვლადებს დამოუკიდებელ ცვლადებად ვიყენებთ.

ზოგიერთ კვლევაში იყენებენ ერთ დამოუკიებელ ცვლადს, რომელსაც აქვს რამოდენიმე დონე.ზოგიერთში კი ქმნიან საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებს.ექსპერიმენტული ჯგუფი არის ჩარევის პირობა.შეიძლება იყოს რამოდენიმე.საკონტროლო ჯგუფში ექსპერიმენტატორი არ ერევა.საკონტროლო პირობა უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდეს შედარება ექსპერიმენტულ პირობასთან.ხანდახან საჭიროა ერთზე მეტი საკონტოლო ჯგუფი.მაგალითად, ფარმაკოლოგიაში იყენებენ პლაცებო ჯგუფებს.ეს არის ჯგუფი, რომლის წევრებს შთააგონებენ რომ მოცემული წამალი გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, სინამდვილეში კი წამალი ნამდვილი არ არის და მას ორგანიზმზე არანაირი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია.არის შემთხვევები როდესაც აუცილებელია საკონტროლო ჯგუფის რამოდენიმე ტიპის ქონა.

სხვადასხვა ტიპის კვლევებში იყენებენ სხვადასხვა ტიპის საკონტროლო ჯგუფებს.ტერმინი ბრმა გამოიყენება მაშინ, როდესაც ცდისპირმა არ იცის ექსპერიმენტის მიზანი.ხოლო ორმაგად ბრმა მაშინ, როდესაც ცდისპირმა იცის ექსპერიმენტის მიზანი და ექსპერიმენტატორმა არ იცის თუ რომელი ჯგუფიდანაა ეს ცდისპირი.ამგვარად გამორიცლული სუბიექტური შეფასების ტენდენცია.ექსპერიმენტატორის შეცდომა გულისხმობს იმას, რომ მკვლევარის ძლიერი სურვილი დამტკიცდეს ესა თუ ის ჰიპოტეზა შეიძლება აღმოჩნდეს სუბიექტური ინტერპრეტაციის მიზეზი.ამის ნათელი მაგალითია როზენტალის კვლევა.სტუდენტებს, რომელთად ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიასთან ჰქონიათ შეხება უნდა შეეფასებინათ ვირთაგვების ლაბირინთში გასვლის სისწრაფე.ცდისპირებს უთხრეს, რომ ერთი ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლაბირინთის კარგად გავლის გენეტიკური უნარის მქონე ვირთაგვებით, ხოლო მეორე ჯგუფის ვირთაგვებს ეს უნარი არ ჰქონდათ.როგორც მოსალოდნელი იყო, ცდისპირებმა პირველი ჯგუფი შეაფასა უკეთესად მორბენალი.სინამდვილეში ვირთაგვები ერთი შერჩევიდან იყვნენ და მათ უნარებს შორის სხვაობა არ იყო.მათი ლაბირინთში გასვლის შედეგებიც ერთნაირი იყო.ცდისპირთა შეცდომა გამოიწვია მოლოდინმა, რომ ერთი ჯგუფი აჯობებდა მეორეს.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0