x
შეუფასებლობის გავლენა დახმარების მთხოვნელებზე


კვლევამ გვაჩვენა, რომ დახმარების ძიებას აქვს ბევრი დადებითი თვისება.არა მარტო ის, რომ დახმარების ძიების შემთხვევაში სავარუდოა, რომ მივიღებთ დახმარებას, არამედ ის ფაქტორიც რომ დახმარების თხოვნის შემდეგ მყარდება ურთიერთობა (მთხოვნელსა და ვისაც თხოვენ შორის). საინტერესოა, რომ ტიპიური დასაქმებულთა შემოწმებები განსაზღვრავს და ზომავს მხოლოდ იმას სთავაზობს თუარა დასაქმებული დახმარებას თავის თანამშრომლებს, მაგრამ ძალიან იშვიათად ამოწმებენ შეუძლია თუარა დასაქმებულს ითხოვოს დახმარება როცა ესაჭიროება. როცა შესაძლებლობა და სურვილი, იმისა რომ ითხოვო რჩევა და დახმარება ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
რატომ არის დახმარების მოთხოვნა ასე გაუფასურებული? შესაძლოა იმიტომ რომ ხშირად მას აიგივებენ სისუსტესთან. ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია როდესაც გაცილებით უფრო დიდხანს გიწევს მანქანაში ჯდომა ვიდრე ამას მარშრუტი მოითხოვს, რადგან მძღოლს ერიდება გამვლელს კითხოს სწორი გზა. ამის გაკეთება შესაძლოა შეფასდეს როგორც არაკომპეტენტურობა. დახმარების მოთხოვნა მართლაც ხო არ ნიშნავს სუსტის პოზიციაში აღმოჩენას? ერთი შეხედვით ის შეთავსებადია ძალაულების ზოგად განსაზღვრებასთან : მდგომარეობა როდესაც ინდივიდს შეუძლია განსაზღვროს სხვისიმდგომარეობა მის ხელთ არსებული რესურსების მიწოდებით ან არ მიწოდებით (კელტნერი, გრუნფელდიდა ანდერსონი, 2003). ამ განსზღვრების მიხედვით, გაზგასამარტი სადგურის თანამშრომელს რომელსაც აქვს ადგილობრივი გზების ცოდნა და რუკების მტელი დასტა, გააჩნია გარკვეული ძალაუფლება მძღოლის მიმართ - მისი რესურსები განსაზღვრავს მძღოლის მდგომარეობას - იქნება ის დაკარგული თუ გაიკვლევს გზას. ამრიგად, მძღოლი არის სისუსტის პოზიციაში.

თუმცა, არის აგრეთვე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრება სიტყვა ძალაუფლებისა:

ძალა როდესაც ერთ ინდივიდს აქვს უნარი იქონიოს გავლენა მეორეზე (კარტრაიტი, 1965)სხვა სიტყვებით რომ ვთქვატ ძალაუფლება არის უნარი ერთ ინდივიდს ხელი მიუწვდებოდეს მეორეს რესურსებზე რათა შეცვალოს თავისი მდგომარეობა. ამ კუთხვით დანახული დახმარების თხოვნა არ არის სისუსტის ნიშნაი, არამედ ძალაუფლების ქმედებაა.ამრიგად, ინდივიდის ძალა - უნარი რომ მიიღოს საჭირო რესურსები - მდგომარეობს მარტივ „გთხოვ“-ში ან უნარში რომ თხოვო.

დახმარების მოთხოვნის გააზრებას როგორც გავლენის შესაძლებლობა (და არა არაკომპეტენტურობის ნიშანი) შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დახმარების თხოვნის ღირებულება. დახმარების თხოვნის გაუფასურება იწვევს არა მარტო ნაკლებ თხოვნას - შესაბამისად ნაკლებ დახმარებას ჩვენს გარშემო - არამედ შიძლება მოახდინოს მათი სტიგმატიზება ვინც ითხოვს დახმარებას. მაგალითად ბევრი დაშინებული სტუდენტი არ ითხოვს დახმარებას იმიტომ, რომ მათ ეშინიათ შეეჯახონ „გამასხარავებას და აბუჩად აგდებას“(კოუი, 2002). მსგავსად ჩვენს ახლო ურთიერთობებში დამხარების თხოვნამ შეიძლება თავი გვაგრძნობინოს დამარცხებულად. ნილ ბოლგერის თანახმად, წყვილების ურთიერთობაში ყველაზე ეფექტური დახმარება და მხარში დგომა არის უხილავი დახმარება - როდესაც დახმარება გაწუელია ისე რომ მთხოვნელს არ უწევს ამის შესახებ თქმა.მისი კვლევის მიხედვით, მეუღლისთვის დახმარების თხოვნამ შეიძლება პიროვნებას აგრძნობინოს თავი არასაიმედო მდგომარეობაში (insecure).

თუ ჩვენ განვიხილავთ დახმარების თხოვნას როგორც გავლენის ძლიერ იარაღს, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ გამოვიყენოთ ეს იარაღი გონივრულად. ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს არაკომფორტულად როდესაც აქვთ ზეგავლენის ასეთი ძალა რადგან მიაჩნიათ რომ სხვებით მანიპულირება არის ამორალური. ამ ხედვის თანახმად ადამიანები თავისუფლად უნდა ირჩევნდნენ ქცევის კურსს და არა თავს გრძნობდნენ სტრესის ქვეშ კონკრეტული არჩევანის გაკეთებისას. სხვები ამტკიცებენ, რომ ბევრი გავლენის მცდელობა კეთდება იმისთვის, რომ დაიყოლიონ ადამიანები „მოიქცენ სწორად“, ან თუნდაც გააკეთონ რაღაც რაც იქნება იმ ადამიანთა ჯგუფის ინტერესებში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. მითითებულია კვლევები სისხლის დონაციის, ქველმოქმედების, გარემოს დაცვითი აქტივობების მიმართ, როგორც მაგალითი სოციალური სიკეთისა (სოციალური კეთილი საქმე social good) რომელიც მიიღწევა კარგად ჩამოყალიბებული გავლენის მცდელობებით. თხოვნის შესასრულებლად შესაძლოა იყოს რაიმე მოტივაცია რათა დაეხმაროს მთხოვნელს.




გავლენა როდესაც მიზნები ერთმანეთთან შესაბამისობაშია და გავლენა როგორც „ბიძგი“

როცა ჩვენ ვთხოვთ დახმარებას, ჩვენ ხშირად ვვარაუდობთ, რომ დახმარების გაწევა გულისხმობს დანაკარგს მეორე მხარისგან. თუ ჩვენ ვთხოვთ ვინმეს რაიმე პროექტში დახმარებას და ის გვეთანხმება, ჩვენ გააზრებული გვაქ რომ ის ჩვენ შემოგვწირავს დროს, რომელიც შეეძლო დაეხარჯა სხვა რამის გასაკეთებლად. თუმცა ეს ვარაუდი ხშირად არასწორია. ადამიანებს ხშირად თხოვენ ან დაიყოლიებენ ისეთი რაღაცის კეთებაზე რის გაკეთებაც მას ისედაც უნდა, მაგრამ უბრალოდ არ ქონია აქამდე შემთხვევა ან გამართლება, ან მოტივაცია რომ გაეკეთებინა. ასეთ მიზნებს ხშირად ჭირდება პატარა ბიძგი. სავარაუდოა რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს რომ ის დაიყოლიეს ამ მოქმედების შესასრულებლად, რადგან ამ მოქმედების გაკეთება იყო მის ინეტერესებში და ემთხვევა მის ინტერესებს, სურვილებს.

Stanford’s Graduate School of Business -ის რექტორმა ჩაატარა ლექცია- გამოსვლა. ერთ - ერთმი სტუდენტი აღაფრთოვანა მისმა სიტყვამ და სურდა გაეგო უფრო მეტი. ლექციის დროსვე მან ინტერნეტიდან გაიგო რექტორის მეილი და ლექციის დროსვე მიწერა წერილი, რომელშიც ეპატიჟებოდა ვახშამზე თავის კურსელებთან ერთად სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. ყველას გასაკვირი იყო, რომ რექტორმა მიიღო მოწვევა და შემდეგ კვირას ეწვია სტუდენტებს ვახშამზე საერთო საცხოვრებელში. რექტორის თქმით იგი დათანხმდა ამ მიპატიჟებას რადგან მისთვის სასიამოვნო იქნებოდა შეხვედროდა ნათელ, ახალგაზრდებს ვისაც ეყოთ გამბედაობა მოეწვიათ იგი ვახშამზე ლექციის მსვლელობის დროს. იგი არ დათანხმებულა რაიმე მისთვის უსიამოვნოს გაკეთებაზე, პირიქით მას შესთავაზეს შესაძლებლობა მიიეღო მონაწილეობა ღონისძიებაში (event), რომელსაც ის სასიამოვნოდ მიიჩნევდა.
პოზიტიური განწყობა, როგორც გვერდითი ეფექტი-მაშინაც კი როცა თხოვნა არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო, სიამოვნების მომტანი, ადამიანები სხვებისთვის დახმარების გაწევით იღებენ ემოციურ სარგებელს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარებამ შეიძლება გაზარდოს ჩვენი თვითშეფასება („მე ვარ კეთილი, მზრუნველი ადამიანი“) და ახდენს პოზიტიური ეფექტს პირად განწყობაზე e.g., McCullough, Emmons & Tsang, 2002 ). სხვა მკვლევარები აფიქსირებენ განწყობის რეგულირების მოდელს როდესაც ადამიანები იყენებნ ბევრ შესაძლებლობას რათა დახმარონ სხვებს, იმისთვის, რომ ან შეინარჩუნონ პოზიტიური განწყობა (e.g., Clark & Isen, 1982 ) ან შეიქმნან უარყოფითი განწყობა (Ciladini & Kenrick, 1976 ).
არის სიტუაციები როდესაც ორი ადამიანი იყენებს თავის გავლენას ერთობლივი სურვილის ან საჭიროების მისაღწევად.წარმოიდგინეთ მებრძოლი სტუდენტი რომლიც მიდის მასწავლებლის ასისტენტთან და თხოვს დახმარებას რთული ამოცანით. ასისტენტი ცდილობს დახმარებას, ვერ აგებინებს სტუდენტს და უფრო დაბნეულ ტოვებს. ორივე პიროვნების წინაშე არის არჩევანი. სტუდენტს, რომ შეინარჩუნოს ღირსება ან უბრალოდ მორიდებისგანშეუძლია მოჩვენებით დაუქნიოს თავი რომ კი ყველაფერი გაიგოან შეუძლია თხოვოს ასისტენტს რომ მან კიდევ ერთხელ აუხსნას უფრო მკაფიოდ. ასისტენტს თავის მხრივ აქვს არჩევანი: შეუძლია დაიჯეროს სტუდენტის ვითომ „გავიგე“ ან შეამოწმოს და მოთხოვოს ამოცანის სტუდენტისეული გაგება. როგორიც არაკომფორტული არ უნდა იყოს ორივემ შეიძლება მოიგოს ამ სიტუაციიდან: სტუდენტი მიიღებს დახმარებას რაც ესაჭიროება, ლექტორის ასისტენტი - გაიღრმავებს ახსნის და სწავლების უნარებს.

ამრიგად, ხშირად მთხოვნელი და თხოვნის ობიექტი ემთხვევიან ერთმანეთს მრავალფაქტორში. ზოგჯერ პოტენციური დამხმარე თვითონაც ნასიამოვნებია, მაგრამ მანამდე მიზეზის გარეშე ვერ აკეთებდა. ზოგჯერ დახმარების გაწევისას ადამიანი კარგ განწყობას და თვითსეფასებას იმაღლებს. და ზოჯერ, აკეთებს იმას რაც მის მიზნებს ისედაც ემთხვევა. ასეთ შემთხვევებში „გავლენა“ ქმედებს როგორც მსუბუქი“ბიძგი“ სწორი მიმართულებით.


არის შემთხვევები როდესაც მთხოვნელისა და შემსრულებლის მიზნები კონფლიქტშია ერთმანეთთან. პოლიტიკოსები, მენეჯერები, მშობლებმა ხშირად უნდა აიძულონ მეორე მხარე გააკეთონ ისეთი რამ რაც მეორე მხარის პირად სურვილს ეწინააღმდეგება (სხვა პარტიის კანდიდატის მხარდაჭერა, სამსახურში მოსვლა ვიკენდზე, ბოსტნეულის ჭამა).ასეთ სიტუაციებში გავლენის ტაქტიკა მაინც სეიძლება იყოს ეფექტური მაგრამ მიზანმა ეიძლება გამოავლინოს დამყოლობა მხოლოდ იმიტომ რომ თავს გრძნობს „მახეში“ trapped. ადამიანის დაყოლიება იმაზე რაც მის მიზნებს ეწინააღმდეგება შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე. თხოვნის შემსრულებელმა შეიძლება დაასაბუთოს თავისი დამყოლობა მთხოვნელის გავლენას, ქცევა განსაზღვროს გარე მოტივაციით და არა მისი შინაგანით9“მაინცდამაინც არ მიყვარს ბოსტნეული, ვჭამ უბრალოდ იმიტომ რომ ვიცი ნდა ვჭამოთ“).

Flynn & Bohns, 2010 ექსპერიმენტის თანახმად ნიუ იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურზე, კვლევის ობიექტს მიუახლოვდა მკვლევარი და თხოვა შეევსო ორგვერდიანი კითხვარი. ერთ შემთხვევაში პირდაპირ ეძლეოდათ თხოვნა „შეავსებთ კითხვარს?“ და მეორე შემთხვევაში ჯერ ეკითხებოდნენ „შეგიძლიათ ერთი თხოვნა შემისრულოთ?“ მანამ სანამ თხოვდნენ კითხვარის შევსებას. 57 % დათანხმდა პირველ შემეთხევვეში და 84 % მეორე შემთხვევაში და თხოვნის მოსმენის შემდეგ ანიუ კითხვარის შევსება 100 %-მა გამოავლინა დამყოლობა, რადგან მოერიდათ შეკითხვა „შეგიძლიათ ერთი თხოვნა შემისრულოთ?“-ზე გაცემული დადებითი პასუხის, დანაპირების არ შესრულება.
ამ კვლევაში ვალდებულება- გამოწვევის სცენარის (commitment-inducing script)გამოყენება იყო ძალიან ეფექტური დამყოლობის გასაზრდელად. თუმცა კითხვარის ბოლო კითხვა იყო და დაეწერათ თუ რამდენს მოელოდნენ გაწეული თანამშრომლობისთვის (მაგა, რამხელა საჩუქარს მოელოდნენ შეწუხების სამაგიეროდ). კვლევის სამიზნეებმა ჩაწერეს საპასუხო მოქმედების უფრო მაღალი მოთხოვნები იმ შემთხვევაში როცა გამოყენებული იყო ვალდებულება- გამოწვევის სცენარი commitment-inducing script და თითქმის ორჯერ ნაკლები როცა მიიღეს დახმარების პირდაპირ მოთხოვნა. ამრიგად, თუ გამოყენებულმა სცენარმა ისინი აიძულა მაშინვე დათანხმებოდნენ თხოვნის შესრულებას, სამაგიეროდ საპასუხოდ უფრო მეტი ანაზღაურება მოითხოვეს რადგანთავს გრძნობდნენ მახეში გაბმულად მკვლევარების მიერ.
დახმარების ძიებისას სხვადასხვა რისკების მიუხედავად, მკვლევარები ასკვნიან რომ სავარაუდოა რომ ვინანებთ იმას, რომ არ ვითხოვეთ დახმარება და არა იმას რომ მივიღეთ უარი. ნიუ იორკის მაცხოვრებელთა გამოკითხვაში შეკითხვაზე „რაც უფრო ნანობთ წარსულში რაც გააკეთეთ და გერჩიათ არ გაგეკეთებინათ თუ რისი გაკეთებაც გინდოდატ და არ გააკეთეთ?“ 75 % უპასუხა რომ უფრო ნანობენ იმის გამო რაც არ გააკეთეს. ასევე უპასუ უმრავლესობა კითხვას რას შეცვლიდნენ რომ შეეძლოთ თავისი ცხოვრება თავიდან გაეტარებინათ, უმრავლესობამ თქვა რომ შეცვლიდნენ არაქმედებას რომელსაც ნანობენ, და არა ქმედებას რომელსაც ნანობენ.(Kinnier & Metha, 1989 ).
ამ ფენომეს აქვს რამდენიმე ახსნა . ადამიანისთვის ადვილია შეასწოროს ის რაც გაკეთდა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კი შეუცვლელია, წამიერია. მაგალითად თუ სტუდენტ, რომელმაც რექტორი დაპატიჯა სადილზე, მიიღებდა საყვედურს ამ საქციელისთვის, სტუდენტს შეეძლო ბოდიში მოეხადა და ეფექტურად გამოესწორებინა თავისი შეცდომა. მაგრამ ეს რომ დროზე არ გაეკეთებინა წავიდოდა რექტორი და დაკონტაქტების საშუალებას გაუშვებდა ხელიდან. როდესაც ჩვენ ვაკეტებთ რაგაცას რასაც ვნანობთ, გვაქ იმწამიერი რეაქცია (უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა ან სიბრაზე) რაც უფერულდება დროთა ვითარებაში. მაგრამ როდესაც ჩვენ რაღაცას არ ჩავდივართ, ჩვენ განვიცდით სასოწარკვეთილებას, სევდას. წუხილი იმაზე თუ რა პასუხი შეგვეძლო მიგვეღო თხონაზე რომელიც არ მივეცით შეიძლება გაყვეს ადამიანს დიდი ხნის მანძილზე. ჩვენი რწმენით ამ ყველაფრის გათვალისწინება გაზრდის თხოვნის ქმედების გაზრდას რაც ბევრ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ მხარდაჭერა რაც ძალიან ჭირდებათ.
ჩალდინის წიგნი გავლენა, გვაჩვენებს ბევრ გზას რომლის მეშვეობითაც ადამიანები შეიძლება დავითანხმოთ თითქმის ყველანაირ თხოვნაზე. მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა ამ წიგნში არის ის თუ რამდენად არ ვფლობთ გავლენის ტაქტიკებს- არ ვიცით მისი პოტენციალის შესახებ.ჩვენი პირადი კველევა აჩვენებს, რომ ადამიანები შეიძლება დავიყოლიოთ თქვან კითუ უბრალოდ მივცემთ მათ ამის შანსს. ჩალდინის შრომა გვასწავლის, რომ არ არის საჭირო ფლობდე რაიმე განსაკუთრეულ სახელს ან დიდ სიმდიდრესრო გქონდეს ძალაუფლება სხვებზე, უბრალოდ საჭიროა იცოდე ცოტა დამყოლობის ფსიქოლოგიის შესახებ.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0