x
სტრესთან გამკლავების სტრატეგიები




image
სტრესთან გამკლავებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსხვავებების არსებობა გავითვალისწინოთ.სწორედ სტრატეგიების სიმრავლის გამო მკვლევარებმა გადაწყვიტეს მათი კატეგორიზაცია ფუნქციების და მეთოდების მიხედვით.

სტრესთან გამკლავება ასრულებს პრობლემის მოგვარების ან პრობლემასთან დაკავშირებული ემოციის დარეგულირების ფუნქციას.ემოციაზე ფოკუსირებული სტრესთან გამკლავება ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდს სჯერა, რომ არ შეუძლია შეცვალოს სტრესული გარემო, ამიტომ ცვლის საკუთარ ემოციას.ფუნქციაა გაკონტროლდეს ემოციური პასუხი სტრესულ სიტუაციაზე, ეს შეიძლება იყოს ქცევის ცვლილება (ნარკოტიკის მოხმარება, გაკვეთილების გაცდენა) ან კოგნიტური ცვლილება- მოსაზრების ცვლილება საკუთარი თავის ან გარემოს შესახებ. მაგალითად, ტესტში ცუდი შედეგის ახსნა არა რეალური სტრესის გამომწვევი მიზეზით, არამედ გამოცდაზე არსებული ხმაურით.კოგნიტური ცვლილება ხდება დაცვითი მექანიზმების გამოყენების დროსაც.ყველა დაცვითი მექანიზმი თავისებურად ცვლის რეალურ მოცემულობას.

პრობლემაზე ფოკურისებული დაძლევა გულისხმობს უშუალოდ სტრესის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლად.მაგალითად, ხმაურიანი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შედარებით მშვიდი საცხოვრებლით.

უმეტეს შემთხვევაში ემოციაზე და პრობლემაზე დაფუძნებული დაძლევის სტრატეგიები ერთად გამოიყენება.ემოციის კონტროლზე დაფუძნებული გამკლავების კატეგორიზაციის მიხედვით განასხვავებენ ყველაზე მნიშვნელოვან და გაზომვად სტრატეგიებს:

1.პოზიტიური ემოციების წახალისება.ბუნებრივია რომ პოზიტიური ემოცია აბალანსებს უარყოფითს.

2.სარგებლისა და საზრისის ძიება.მაგალითად, კიბოთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ღრმად მორწუნე ადამიანად ქცევა და ხატწერის დაწყება.

3.საკუთარი განცდების შეფასება, ანუ საკუთარი ემოციების გააზრება და გამოხატვა.

4.სტრესორთან ადაპტაცია, მაგალითად დაავადების დიაგნოზთან შეგუება.

პრობლემაზე ფოკუსირებული სტრატეგიებია:

1.სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება, სოციალური მხარდაჭერა არის როგორც ემოციუირი- ოჯახის წევრებისათვის დამღლელი დღის მოყოლა, ასევე ქცევითი, როგორიცაა ტრანსპორტირებაში დახმარება და სხვა.

2.საკუთარი თავის კონტროლის გაძლიერება.არის შემთხვევბი, როდესაც ადამიანი მარტივი სირთულის გაჩენისთანავე ნებდება პრობლემას- ამის მიზეზი საკუთარი თავის სუსტი კონტროლია.კონტროლის გასაძლიერებლად ბავშვობაში დამოუკიდებლობას გვაჩვევენ.მაგალითად, მოხუცთა თავშესაფარში მოხუცთათვის საკუთარი თავისათვის საკვების დამზადების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა არ გაუჩნდეთ განცდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგეს.

3. სტრესორების თავიდან არიდება მათი ორგანიზების მეშვეობით.ამის კარგი მაგალითია დროის მენეჯმენტი, თუ მექნება ცხრილი რომლის მიხედვითაც უნდა წარვმართო დღე, აღარ შემექმნება დროში ვერ ჩატევის და დავალების ვერ მომზადების პრობლემა.

4. სტრესული სიტუაციების მომზადება- ეს შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდებით.თუ სტუდენტმა იცის გამოცდა რა ტიპისაა, სად ზის, რა გარემო დახვდება, რამდენი ვარიანტია ის ნაკლებ სტრესს განიცდის, ვიდრე მაშინ როდესაც საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას.

სტრესორის შესამცირებელი სტრატეგიებია:

რელაქსაცია- ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სტრესულ სიტუაციაში მოხვედრის დროს კუნთებს თანდმიმდევრულად ვძაბავთ და ვადუნებთ.რას საბოლოო ჯამში სხეულის მოდუნებას იწვევს.ბიჰევიორისტების აზრით სტრესის შემცირება შეიძლება კლასიკური და ოპერანტული განპირობების გამოყენებით. მაგალითად რაიმეს შიშის გაქრობა სისტემატიური დესენსიტიზაციით.ანუ შიშის ობიექტის თანდათან მიწოდებით ( გველის სურათის ჩვენებიდან-გველის ხელში დაჭერამდე ადამიანის მიყვანა). ასეთ დროს მუშაობს კლასიკური განპირობება, საშიშ სტიმულს ვუკავშირებთ სასიამოვნოს.სტრესთან გამკლავება ასევე შესაძლებელია მოდელირებით- როდესაც ადამიანი გადმოიღებს სხვა ინდივიდის სტრესთან გამკლავების წარმატებულ სტრატეგიას.

ხშირად ადამიანებისათვის სტრესორი საკუთარი თავია, საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები და აზრები.ამის მიზეზი ხშირად დამახინჯებული, ილუზორული თვითშეფასებაა. სტრესთან საბრძოლველად საჭიროა კოგნიტური გადასტრუქტურება, ანუ აზრების შეცვლა.კოგნიტური თერაპია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თერაპევტმა კლიენტი ლოგიკური მსჯელობის გზით მიიყვანოს ჯანსაღ და ობიექტურ აზრებამდე.

ცხოვრებისეული სიტუაციების მრავალფეროვნება, სხვადასხვა გამოცდილება, პიროვნული და სოციალურ-კოგნიტური განსხვავებები განაპირობებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე სხვადასხვა რეაქციას.შესაბამისად, ერთისათვის იდეალური სტრატეგია, მეორესათვის უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.ამიტომ, ფსიქოლოგთა ვალია კლიენტთა ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სპეციფიკური სიტუაციის გათვალისწინებით შეარჩიონ სტრესთან გამკლავების სტრატეგია.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0