x
აპა სტანდარტები-კვლევის შედეგების წარდგენა
მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი სტუდენტთა და მეცნიერთა წერითი ნაშრომების ერთიანი წესით გასაფორმებლად იყენებს რომელიმე აღიარებულ ფორმატს, ოფიციალურ სტილს.სტილი წარმოადგენს აკადემიურ ტექსტთან დაკავშირებულ შეთანხმებათა სისტემას, რომელიც ეხება ნაშრომის გაფორმების ყოველ დეტალს, თავფურცლიდან დაწყებული-ნაშრომის ბოლო გვერდით დამთავრებული.რაიმე სტილის გამოყენებისას ნაშრომი ხდება ფორმალიზებული.არსებობს აკადემიური ტექსტების გაფორმების სხვადასხვა სტილი, მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება APA ''ეი-ფი-ეი'' (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია), MLA ''ემ-ელ-ეი''- გამოიყენება ხელოვნების, ლიტერატურის, ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში შექმნილი აკადემიური ნაშრომებისათვის.APA სტანდარტები გამოიყენება ფსიქოლოგიის, განათლების და სოციალური მეცნიერებების ნაშრომებთან მიმართებაში. APA სტილის გამოყენება მნიშვნელოვანია სტუდენტთა და დამწყებ მეცნიერთა აკადემიური სოციალიზაციისათვის.

APA სტანდარტების გაცნობისას თქვენ შეიძლება ყურადღების გამახვილება დაიწყოთ თითოეულ სიტყვაზე, დიდსა და პატარა ასობგერებზე.არც ის იქნება გასაკვირი თუ ამ ყველაფრის ათვისება შეუძლებლად გესახებათ.თუმცა ამ წესების ზეპირობა აუცილებელი არ არის, რადგან ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას შექმნილი აქვს სახელმძღვანელო, სადაც ყველა დეტალია განხილული.კლვევის შედეგების წარმოდგენის ერთიანი წესი საჭიროა 2 მიზეზის გამო: 1.შედეგების წარდგენის უნიფიცირება ეხმარება იმ მეცნიერებს, რომლებიც წარდგენილი კვლევის ხელმეორედ ჩატარებას აპირებენ.

2.მკაცრი ფორმატი საშუალებას აძლევს რედაქტორებს ეფექტური ანალიზის გაკეთებისათვის.ფსიქოლოგიურ ჟურნალებში ათასობით სტატია იგზავნება, რომლებიც მრავალგზის შემოწმებას გადიან.ამ სტატიების 80% არ ქვეყნდება.საერთაშორისო ფორმატიდან გადახვევა რედაქტორებს და ექსპერტებს ხელს უშლის ნაშრომის შეფასებაში.

წერის სტილი -კვლევითი ნაშრომი არ არის ბელეტრისტიკა, ამიტომ ის არ უნდა შევამკოთ მხატვრული გამონათქვამებითა და ჩანართებით.სამეცნიერო სტატიის წერისას აზრი უნდა გამოვხატოთ გასაგებად და მარტივად.წინადადებები გრამატიკულად გამართული უნდა იყოს.ყველაზე გავრცელებული შეცდომა მეცნიერულ წერის მანერაში არის ვნებითი გვარის გამოყენება მოქმედებითის მაგივრად.


გრამატიკის გარდა გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს სიტყვების არასწორი გამოყენება.ინლისურ წინადადებაში სიტყვა MAN ან HIM ორაზროვანია, იგულისხმება აქ ზოგადად ადამიანი, თუ მხოლოდ მამრობითი სქესი.კიდის კვლვევამ აჩვენა, რომ მაშინაც კი როდესაც მეცნიერები ამ სიტყვაში არაფერ სექსისტურს არ მოიაზრებენ, მკითხველთა 86% აღიქვამს მათ მამრობითი სქესის აღმნიშვნელად და მიაჩნიათ რომ აქ ქალები არ იგულისხმებიან.კიდევ ერთი პრობლემაა ისეთი, სიტყვები რომლებიც ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას გულისხმობს.მაგალითად: ამბიციური მამაკაცი, მორცხვი ქალი და სხვა. აპა გვაძლევს რჩევას არ ვიხმაროთ არაკორექტულად სიტყვები დაკავშირებული სექსუალურ ორიენტაციასთან, რასობრივ ან ეთნიკურ მიკუთვნებულობასთან.მაგალითად უმჯობესია ვთქვათ დეპრესიაში მყოფი და არა დეპრესიული.

APA-ს ეთიკის კოდექსის მიხედვით, პლაგიატი დაუშვებელია, მეცნიერმა არ უნდა მიითვისოს სხვისი ნააზრევის მცირე დეტალიც კი.ძირითადად პლაგიატი გამოიხატება იმაში, რომ არ არის ბრჭყალებში ჩასმული და არც წყაროა მითითებული.რჩევა მარტივია, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ინფორმაცია წყაროს მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ინტერნეტიდანაა.









0
288
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0