x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, სჯერა თუ არა წყვილს "ერთი ნახვით პრეზიდენტის სიძეობის"

image
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშილი ანა მარგველაშილი გათხოვდა. ანას მუსიკოს ლევან ჩიჩუასთან, იგივე თიელთან აწყვილებდნენ, თუმცა როგორც გაირკა მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ და მეტიც, თიელი პრეზიდენტის ქალიშვილის მაზლის ამპლუაში მოგვევლინა.

ანას რჩეული გიგი ჩიჩუა გახლავთ. გიგი 22 წლისაა, ძმის მსგავსად ისიც მუსიკითაა დაკავებული. ის დიჯეი გახლავთ და რამდენიმე ბარში უკრავს. როგორც ამბობენ, გიგი საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია საკუთარ სფეროში.

წყვილი საკუთარ სიყვარულის ისტორიაზე არ საუბრობს და არც პრესას ანებივრებსინტერვიუებით.

სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი გადაცემა "ბინა N18" გამოჩნდნენ. როგორც გვიამბეს, ერთმანეთი ბანალურად, საერთო მეგობართან, სანდრო ჩიქოვანთან გაიცვნეს.

წყვილის მტკიცებით ქორწინების პირველი პერიოდი მათთვის საკმაოდ მრტივია. გიგი ყველას ურჩევს ცოლის მოყვანას, ძალიან კარგია როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ყოველ წამს შენთან არის, ერთად იძინებთ და იღვიძებო. გიგიმ ანას თხოვნით პატარა შესვნება აიღო და კლუბებში ძველებურად, ყოველ საღამოს, აღარ მუშაობს, დროს მეუღლეს უთმობს. როგორც გაირკვა წყვილი ოჯახში მესამე წევრს ჯერ არ ელოდება, ჭორები ანას ორსულობის შესახებ კი სიცრუე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს ვაჟი, ანას კი უმცროსი ძმა შეეძინა. ახალშობილს თეიმურაზი დაარქვეს, დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს.

ვუსურვოთ ანას და გიგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი, პატარა თეიმურაზს კი ჯანმრთელობა.imageimage

3
413
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
413
  
2015, 17 თებერვალი, 0:55
უეჭველი სათაირი :-D
2015, 17 თებერვალი, 0:32
რა ჰგაცინებს?????
0 1 3