x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134566
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508646
აბორტი - ქალის არჩევანი, თუ მკვლელობა?
აბორტი –ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. საქართველოში,
1995 წლიდან აბორტი ლეგალიზებულია, რომელიც ორსული ქალის თანხმობით ხდება. მისი თანხმობის გარეშე მუცლის მოშლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში როდესაც ეს განპირობებულია უკიდურესი აუცილებლობით. აბორტი უკანონოდ ითვლება თუ ეს კეთდება კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით.


აბორტს ეწინააღმდეგებიან მედიცინის წამყვანი მუშაკები, როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში. ბიოლოგიურად დადასტურდა, რომ ბავშვი ცოცხალი არსებაა ჩასახვის მომენტიდან, განურჩევლად იმისა თუ რამდენი ხნისაა იგი ან რა ფორმის. რაც მთავარია, მას გააჩნია 46 ქრომოსომა, რომელშიც გადმოცემულია კონკრეტული ადამიანის უნიკალური თვისებები და მხოლოდ ის, რომ იგი ჯერ „სათანადო“ ზომის არაა, არანაირ უფლებას არ გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩასახული ბავშვი
არ არის ადამიანი.

imageაბორტი ადამიანებში აუცილებლად იწვევს ძლიერ გრძნობებსა და ემოციებს. ეს გრძნობები ძალიან პოზიტიურიც შეიძლება იყოს და ნეგატიურიც. ადამიანები, ვინც აბორტის წინააღმდეგ გამოდიან, ამას ყოველთვის მორალურ ან ეთიქურ ახსნას აძლევენ. აბორტის წინააღმდეგ შეიძლება რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანო. პირველი, აბორტი ამორალურია და ის რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება. მეორე, საზოგადოებაში სადაც კონტრაცეპციის საშუალებები ხელმისაწვდომია, არ უნდა არსებობდეს არასასურველი ფეხმძიმობა და შესაბამისად არც აბორტის საჭიროება. მესამე, მთავარია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის სიცოცხლის უფლება და ის არ უნდა დაირღვეს.
საპირისპირო პოზიცია უჭირავთ აბორტის მომხრეებს. მათი თქმით, ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულისა და ცხოვრების შესახებ „არჩევანის გაკეთების უფლება“. აბორტის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანოთ. პირველი, აბორტი რომ აკრძალული იყოს, ქალები მის გასაკეთებლად უკანონო გზების ძებნას დაიწყებენ.სამედიცინო კლინიკაში ან საავადმყოფოში გაკეთებული აბორტი შედარებით უსაფრთხოა; არასანიტარულ პირობებში, გამოუცდელი სპეციალისტის მიერ
გაკეთებული აბორტი კი ძალიან სახიფათოა და ქალის სიცოცხლეც კი შეიძლება შეიწიროს. მეორე, აბორტი რომ აკრძალული იყოს, ზოგი ქალი თვითონ შეეცდებოდა მუცლის მოშლას, ეს კი მის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს.


მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, აბორტი განიხილება
ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდ სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ ე.ი. დაისაჯონ “კანონითა კაცისმკვლელთათა”. ჩვენი რელიგია აბორტის გაკეთების მსურველს პოტენციურ მკვლელად განიხილავს, რადგან ის ჯერ არ დაბადებულ შვილს არ აძლევს არსებობის უფლებას. ღვთისგან ბოძებულ საჩუქარს მშობელი უარყოფს და დაუნდობლად კლავს.



იმის გამო, რომ აბორტის გაკეთება მოხშირდა არასრულწლოვან გოგონებში, ვფიქრობ, აბორტის შესამცირებლად მუშაობა ჯერ კიდევ სკოლაში უნდა დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში მსგავსი თეორიული მასალა მრავლად არის, ახალგაზრდებს შორის სექსუალური განათლების დონე მაინც დაბალია. ასევე, მშობლების უმრავლესობა არ ესაუბრება საკუთარ შვილებს ისეთ თემებზე,
როგორიცაა სქესობრივი კონტაქტი, თავდაცვა და ა.შ. სწორედ ასეთი არასწორი
მიდგომა საკითხისადმი, უპასუხისმგებლობა და დაუცველი სექსი, განაპირობებს არასასურველ ორსულობას. ისეთი საგნის შემოღება სკოლებში
კი, როგორიცაა „სექსუალური განათლება“ აუცილებელია. ამ საგნის საშუალებით შესაძლებლებლობა გვექნება მოსწავლეებს მივაწოდოთ სწორი განათლება სექსუალური ურთიერთობების, კოტრაცეპციის საშუალებების, ორსულობის, აბორტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ინფექციების
შესახებ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში სწორად ინფორმირებული ახალგაზრდები, თავს აარიდებენ არასასურველ ორსულობას.


და მაინც, აბორტი - ქალის არჩევანი, თუ მკვლელობა? მედიცინა, მეცნიერება და ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, თვალის ფერი, სისხლის ჯგუფი და ა.შ. ამიტომ, ნუ მოკლავ სიცოცხლეს, ამის მეორე შანსი შეიძლება აღარასდროს მოგეცეს!



ზოია შეხოვცევი.







0
108
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოკო
ზოკო
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0