x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ფოსტალიონი

ირლანდიაში ახლადჩამოსულს ინგლისურად საუბარი მიჭირდა. თხრობის აზარტში შესულს ხშირად მომსვლია, რაღაცას ყვები, ამ დროს კი არავის წარმოდგენა არა აქვს რას. მაგრამ ყურადღებით გისმენენ, გაღიმებული სახეებით თავს გიქნევენ, ყველაფერში გეთანხმებიან. შენ კი, დასავლური უაზრო ღიმილით გამხნევებული აგრძელებ საუბარს მათთვის გაურკვეველ ენაზე. მოკლედ დასავლეთში იმის თხრობაც გსიამოვნებს რაც შენს გარდა არავის არ ესმის.
ეგ კიდე არაფერი. ზოგის თავში უცხო ენა ერთ დიდ კამპოტად იხარშება, რის გამოც ირლანდიელებს რუსულად ესაუბრებიან.
ათი წლის წინ ჩამოსულ ქართველს რომელმაც რუსულის დახმარებით გადაწყვიტა ირლანდიელებისათვის კომუნიკაბელური გამხდარიყო, გაბრწყინებული სახეები და თეთრად ჩაწიკწიკებული კბილები მიიღო პასუხად. რის გამოც დღემდის ამ ენაზე აგრძელებს მათთან ურთიერთობას.
- მაგ შენი ქართული ენის ატანა აღარა გვაქვს, ინტონაციაზე ვგრძნობთ, რაღაც სასაცილოს გვიყვება თორემ აქამდე უკვე მოკლული გვეყოლებოდაო.
რომ აუხსენი ქართულად არა, რუსულად საუბრობს რომელიც არც თუ ისე კარგად იცის მეთქი სულ მთლად გადაირივნენ.
ვის არ შეხვდებით უცხოეთში. არიან ისეთებიც ვინც 10-15 წლის მანძილზე თითო კინკილა ინგლისურს დაეუფლა და თანამემამულეებთან საუბარში ხელიდან არ უშვებს „დახვეწილი“ ინგლისურის წარმოჩენის შანსს. რაც ძირითადად ისეთი სიტყვების ფრქვევაში გამოიხატება როგორც: „ოკეი“, „გუუდ“, „ბაი-ბაი“ და „სენქიუ“.
სამშენებლო ინგლისური ირლანდიელებს ისეთივე აქვთ როგორც ქართველებს, რუსებსა თუ ნორვეგიელებს. ბილწი და საზიზღარი. ამ გარემოში თუ ნებისყოფა არ გეყო და წინ ვერ აღუდექი სიბილწით სულის გადავსებას საბოლოო ჯამში შენც იმ მუშად გადაიქცევი ათი სიტყვიდან რვაში გინებას რომ აქსოვს და და ყველა ლამაზმანს სტვენით რომ აცილებს.
ინგლისურის არმქონეს, თან უსაბუთოს, სამსახურის ძებნაში დიდი არჩევანი არ მქონდა რის გამოც ბედმა სამშენებლო ინდუსტრიაში ამომაყოფინა თავი.
ზემოთ აღწერილი ინგლისური რომ არ ამეთვისებინა თავიდანვე შეუდექი მაღალფარდოვანი სიტყვების შესწავლას რომელის ხმარებითაც ამ გარემოში შეიძლება ყველას თვალები დააყვლეპინო და მასხარადაც კი აგიგდონ.
მშენებლობაზე მოხვედრილს თუ გსურს ხალისით მუშაობა კოლეგებთან ფაქიზი მობყრობა გმართებს.
ორი სიტყვით აგიხსნით თუ რაშიც გამოიხატება ეგ ფაქიზობა.
ერთი კვირის დაწყებული მქონდა მუშაობა ობიექტზე 14 კაციანი ელექტრიკების ბრიგადა რომ შემოვიდა. ენის ცუდად მცოდნე, თან უცხოელი მათმა უფროსმა პირველივე წუთებიდან ამითვალწუნა. მის მიერ ჩემი მისამართით ნათქვამმა ირონიულმა რეპლიკებმა იმ დონემდე მიმიყვანა რომ დანგრეული ინგლისურით უთხარი ის რაც გაღიზიანებულს მომადგა თავში:
- კარგად თუ არ მოიქცევი, ყოველ საღამოს სახლში დაგადგები და საჯდომზე გაკოცნინებ მეთქი
ოთახში სადაც ყველა მისი ქვეშევრდომი და ჩემი თანამშრომლები იყვნენ მკვდარი სიჩუმე ჩამოვარდა. ორიოდ წამი მიყურა და მეუბნება:
- ოკ, მოსულა... ოღონდ, მე თუ არ დაგხვდი ჩემს მაგივრად ჩემი ცოლი გაკოცებს ხოლმეო.
მოკლედ, ჩვიდმეტწუთიანი ხარხარის შემდეგ ის ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა.
მეორე ნახევრებზე ესე თავისუფლად საუბარი ჩვევად ააქვთ და არავის არ უკვირს მაგრამ მას თავისი მიზეზი ჰქონდა ცოლზე ღრენის.
ამ ამბიდან ორიოდ დღეში შესვენებაზე ერთად წავედით მაღაზიაში. ხალხით გადავსებულ დუბლინის ქუჩებში ფოსტალიონმა ჩაგვიარა.
- მეზიზღებიან ეს ფოსტალიონები. დასანახად ვერ ვიტან
გამიკვირდა. - რატო მეთქი?
- ერთი წლის წინ სამსახურში ცუდად გავხდი და სახლში, ექვსის მაგივრად თორმეტზე დავბრუნდი. სააბაზანოში ჩვენი უბნის ფოსტალიონი იბანდაო.
ხელებს მეთქი? ვკითხე.
- არა, დუშის ქვეშ იდგაო.
ეუფ ... გავიფიქრე
შვილები რომ არა უკვე კაი ხნის წამოსული ვიქნებოდიო
- ბავშვების გამო თავის შეკავებამ შეიძლება მთელი დუბლინის ფოსტალიონები შენ სააბაზანოში შეყაროს მეთქი.
ამაზეც ბევრი ვიცინეთ image

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ისაკაძე
შალვა ისაკაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0