x
image
კატაპულტი
ძაღლი,რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ჰაჩიკო
ძაღლი რომ ყველაზე ერთგული ცხოველია, სადავო არაა, მაგრამ ფაქტი, რომელიც იაპონიაში მოხდა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, გასაოცარია.ჰაჩი, იგივე ჰაჩიკოზე არაერთი ფილმიცა გადაღებული.ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორ ჰიდესაბურო უენოსათვის ნაჩუქარმა ძაღლმა წარმოუდგენელი სიყვარული და ერთგულება გამოავლინა თავისი პატრონის მიმართ.

საქმე ისაა, რომ ძაღლი ყოველდღიურად აცილებდა ჰიდესაბუროს სიბუიას რკინიგზის სადგურზე სამსახურში მიმავალს, ხოლო უკან დაბრუნებულს კვლავ სადგურზე უხვდებოდა.1925 წლის 21 მაისს, მაშინ, როდესაც ჰაჩიკო წელიწადნახევრის იყო, უენო გარდაიცვალა, თუმცა ძაღლს სიბუიას რკინიგზის სადგურზე სიარული არ შეუწყვეტია და იგი ყოველდღე ელოდებოდა თავის პატრონს.რკინიგზასთან მომუშავენი გაოცებულნი იყვნენ ჰაჩიკოს ერთგულებით.1932 წელს იაპონიიის ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში დაიბეჭდა სტატია “ერთგული ძაღლი ელოდება პატრონის დაბრუნებას, რომელიც 7 წლის წინ გარდაიცვალა".ახლა უკვე მთელი იაპონია იყო განცვიფრებული ცხოველის (უკვე მერიდება მისი ამ სიტყვით მოხსენიება) საქციელით.ჰაჩიმ იმდენად შეაყვარა იაპონელებს თავი, რომ მისი გარდაცვალების დღე - 1935 წლის 8 მარტი იაპონიაში გლოვის დღედ გამოცხადდა.ერთგული ძაღლი სიბუიას სადგურთან იპოვეს.მისი ძვლები პატრონის გვერდით დაკრძალეს სასაფლაოზე, ხოლო ტყავისაგან დაამზადეს ფიტული, რომელიც ნაციონალურ მუზეუმში ინახება.ჰაჩიზე დაიწერა არაერთი მოთხრობა, საუკეთესო კი სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი შეიტანეს.ძაღლს ბრინჯაოს ქანდაკებაც დაუდგეს სადგურთან ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში 1934 წლის 21 აპრილს, თუმცა ის მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და იგი ხელახლა შეიქმნა 1948 წლის 15 აგვისტოს.

ჰაჩიკო იაპონიაში სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო გახდა, ხოლო სიბუიას რკინიგზის სადგური შეყვარებულების შეხვედრის ადგილად იქცა.

2
97
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
97
  
2015, 18 იანვარი, 12:05
ზუსტად მაგიტო დავწერე, მერიდება ცხოველის სახელით მოვიხსენიო-თქო
2015, 18 იანვარი, 11:44
ეს არის ცხოველი და ზოგიერთი ადამიანი - ადამიანი? !
0 1 2