x
image
კატაპულტი
Mediator image
ეს ათი ნივთი ამ ქვეყნებში აკრძალულია
ზოგიერთ ქვეყანას ჩვენთვის უჩვეულო აკრძალვები აქვს გარკვეული ნივთების ტარებაზე ან თავის ტერიტორიაზე შეტანაზე. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უცნაურ ასეთ აკრძალვას.

1.სინგაპურში აკრძალულია საღეჭი რეზინის შეტანა.ადგილზე კი წებოვანი ტკბილეულობა მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში.

2. “ქინდერ სიურპრიზი" მსოფლიოს მრავალი ბავშვისათვის საყვარელი ტკბილეულია, თუმცა მისი შეტანა აშშ-ის ტერიტორიაზე აკრძალულია.მისი აღმოჩენის შემთხვევაში კი თითოეულ შოკოლადზე 2500$–იანი ჯარიმაა.

3.განსაკუთრებული აკრძალვებია ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე შესვლისას.კერძოდ, დაუშვებელია საკვები საშუალებების შეტანა, რაზედაც სოლიდური ჯარიმაა დაწესებული.


4.და ისევ ახალი ზელანდია.აქ სპორტული და ლაშქრობისათვის გამოსადეგი ფეხსაცმელის შეტანაც აკრძალულია ადგილობრივი ფლორა-ფაუნის დაცვის მოტივით.

5.შვედეთში კი დეზადორის ტარებისათვის ერთწლიანი ციხე და ჯარიმაა გათვალისწინებული.


image


6.ბრაზილიის ტერიტორიაზე კი ვერ შეაღწევთ თუ თან ცოცხალი ფრინველი გახლავთ.

7.ინდოეთში კი სატელიტური ტელეფონის შეტანაა აკრძალული.

8.არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი დაუშვებელია ელექტრო სიგარეტის შეტანა.ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, მას ჩამოგართმევენ და თან ფულად ჯარიმასაც მოგაყოლებენ ზედ.

9.ისლანდიაში კი აკრძალულია საცხენოსნო და თევზაობისათვის განკუთვნილი აღჭურვილობის სათანადოდ დასუფთავების სერტიფიკატის გარეშე შეტანა.

10. მალდივიში კი ბუდასა და იესო ქრისტეს ამსახველი გამოსახულებების შეტანაა აკრძალული.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0