x
image
კატაპულტი
მე არ ვარ CHARLIE

მე არ ვარ ჩარლი
პარიზში 7იანვარს დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.ძნელია გულგრილი იყო ამ ფაქტის მიმართ და სოლოდარობა არ გამოხატო ფრანგი ხალხისადმი.ადამიანის მკვლელობა, რაც არ უნდა მიზეზით იყოს ეს განხორციელებული, უმძიმესი ცოდვაა და ყველა ნორმალური და ცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი უნდა იყოს.მიუხედავად ამისა, ალბათ მრავალი ადამიანისათვის ძნელი იქნება გაიმეოროს და შეურთდეს სიტყვებს “მე ვარ CHARLIE" და მათი უმრავლესობა ამავდროულად, ვფიქრობ, აუცილებლად თანაუგრძნობს ფრანგებსა და დაღუპული ადამიანების ოჯახებს.საქმე იმაშია, რომ ფრანგული გამოცემა CHARLIE HEBDO მეტად ამაზრზენ კარიკატურებს აქვეყნებდა მუსულმანთა მთავარი წინასწარმეტყველის, მუჰამედის გამოსახულებებით.აღნიშნული იმდენად დამცინავი და ზოგ შემთხვევაში ამორალური იყო, რომ ბევრ არამუსულმანშიც უკმაყოფილებას გამოიწვევდა, არა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელთა რიგებში, ვისაც წინასწარმეტყველი მუჰამედი საკუთარ თავზე მაღლა ჰყავთ აყვანილი და მისი სახელის დაცვა უმთავრესია მათთვის.უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის მოკვლა მუსულმანთათვისაც დიდი ბოროტება და ცოდვაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მუჰამედის სახელით ხდება.ჯიჰადის დროს “კაცის კვლა" არა თუ ბოროტებად, არამედ, პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება.ვფიქრობ, ფრანგულ გამოცემას ესეც უნდა გაეთვალისწინებინა და აღნიშნულიც რომ არა, თითოეული ადამიანისათვის ყველაზე ფაქიზის - რელიგიის შეურაცხყოფა დიდი დამცირება და არასამართლიანია რაც არ უნდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ.

დღეს კი, საფრანგეთის მთავრობა და მსოფლიო “Je suis Charlie" (“მე ვარ Charlie")-ს კი არ უნდა გაიძახოდეს, არამედ ბოდიშს უხდიდეს მუსულმანურ სამყაროს.მათი რეალური ქმედება, ანუ თავის გაიგივება CHARLI HEBDO-სთან, იმას ნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ კარიკატურებს ისინიც იზიარებენ.არასამართლიანია, როდესაც იცავ ერთი ჯგუფის სიტყვის თავისუფლებას და ამით შეურაცხყოფ მეორე ჯგუფისათვის ყველაზე პირადულსა და სათუთს.


P.S. მე შემრცხვებოდა მეთქვა “მე ვარ CHARLIE", რადგან მეც ისევე შეურაცხვყოფდი მუსულმანთა რელიგიას, როგორც ეს ფრანგულმა გამოცემამ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებლად მიმაჩნია ადამიანის მკვლელობა.

3
98
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
98
  
2015, 12 იანვარი, 16:48
100% ვეთანხმები..... კარგი სტატიაა
2015, 12 იანვარი, 14:56
მადლობა,გაიხარე
2015, 12 იანვარი, 14:43
ძალიან მომეწონა ტქვენი სტატიაც და ბოლოს ნათქვამი სიტყვებიც
0 1 3