x
image
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს

image
გიგანტური კალიების შემოსევა აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გრძელდება. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უჩვეულო ზომის კალიები დაფიქსირებული იყო პაკისტანში, ეთიოპიაში, კენიასა და სომალიში, თუმცა ამ დროისათვის, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ კიდეც, მავნე მწერები უკვე სხვა ქვეყნებშიც გამოჩდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს მათ. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, დიდი ზომის კალიებია მოდებული აფრიკის კონტინენტის შემდეგ ქვეყნებში: კენია, სომალი, უგანდა, ეთიოპია, სუდანი. მათი ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნოს დაამსგავსეს კალიებმა. სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამ ქვეყნების 13 მილიონი მაცხოვრებელი ფაქტიურად ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი. image

ადგილობრივი ტელლევიზიები პირდაპირ ეთერში გადმოსცემენ, როგორ ცდილობენ ფერმერები და გლეხები კალიებისაგან თავიანთი მოსავლის დაცვას - სტვენით, შეძახილებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, პლასტმასის ბოთლებსა და მეტალის ნივთებზე ბრახუნით, თუმცა შედეგი ნული. გიგანტური კალიები ანადგურებენ როგორც ადამიანთა საკვებს, ასევე საქონლისათვის განკუთვნილ საჭმელსაც. მოსახლეობას მხოლოდ მთავრობების დახმარების იმედი აქვს.image

საფრთხე ემუქრებათ ასევე მეზობელ ტანზანიას, კონგოს, ცენტრალურ აფრიკას, რუანდა ბურუნდის, უგანდას, ერითრეას.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის ქვეყნების დიდი უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და დამატებითი პრობლემები ბუნებრივია, შესაძლოა კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს.





ასევე საინტერესოა:

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)

აზერბაიჯანში ანომალიით დაბადებულმა ბავშვმა მედიკოსები გააოცა

10 საინტერესო ფაქტი თქვენი სისხლის შესახებ

ამოუხსნელი დაავადება

ახალი იმედები კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

0
392
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0