x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508550
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)
image

კალიების შემოსევას ამ დრომდე ებრძვიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, პაკისტანში, სომალიში, ეთიოპიასა და კენიაში. თავდაპირველად კალიების დიდი რაოდენობა გამოჩნდა პაკისტანში. არის მოსაზრება, რომ მწერები ქვეყანაში გასული წლის ივნისში დასავლეთიდან, უფრო ზუსტად, ირანიდან გავრცელდნენ, თუმცა ამ უკანასკნელში კალიების უპრეცენდენტო მომრავლებაზე ინფორმაცია არ ყოფილა.image

პაკისტანში კალიებმა გაანადგურეს ბამბის, ხორბლის, სიმინდის და სხვა ნათესები, რაც მოსახლეობისა და ცხოველების საკვებს წარმოადგენდა. იგივე სიტუაციაა აფრიკის ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახელმწიფოები ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და კალიების ეს შემოსევა მათ ფაქტიურად საკვების გარეშე დატოვებს. პაკისტანმა და სომალიმ უკვე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

image


საყურადსაღებოა, რომ ზოგადად, კალიები არ გამოირჩევიან ჯგუფური ცხოვრებით და ამგვარი გაერთიანებები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ახასიათებთ. მათ 150 კილომეტრზე შეუძლიათ ყოველდღიურად გადაადგილება და ამ ტერიტორიის მცენარეებისაგან გაწმენდა.

image

უჩვეულოა ისიც, რომ პაკისტანსა და აფრიკაში გავრცელებული კალიები განსაკუთრებით დიდი ზომებით გამოირჩევიან და ამასთან, გადაადგილდებიან ძალიან სწრაფად, რაც აქამდე არ იყო შემჩნეული.

image

მეცნიერების განმარტებით, თუ დროულად არ მოხდება ამ მავნე მწერების განადგურება და მათი გავრცელების შეჩერება, შედეგები კატასტროფული იქნება მთელი მსოფლიოსათვის.



ასევე საინტერესოა:

კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება

image

კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!



0
469
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0