x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ორწინადადებიანი ძალიან საშიში მოთხრობები
imageგიყვართ საშიში ისტორიები? მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა. სულ ორიოდე წინადადება საკმარისია, რომ ძალიან საშიში და ეფექტური მოთხრობა გამოვიდეს.


1. მინაზე კაკუნმა გამომაღვიძა. თავიდან მეგონა, ფანჯარაზე აკაკუნებდნენ, შემდეგ ისევ გაისმა კაკუნი...სარკიდან.


2. ფანჯარაში გავიხედე და ღამის სიბნელეში ვიღაცის მომღიმარი სახე მომაშტერდა. მე-14 სართულზე ვცხოვრობ...


3. სამზარეულოდან დედამ დამიძახა. მასთან გავეშურე, მაგრამ გზაში დედის ჩურჩული მომესმა: "ნუ გახვალ იმ ოთახში, ეს ხმა მეც გავიგონე".



4. დილით ტელეფონში აღმოვაჩინე ჩემი ძილში გადაღებული სურათი. მე მარტო ვცხოვრობ...


5. დავინახე, რომ სარკეში ჩემმა ანარეკლმა თვალი ჩამიკრა.


6. ცოლმა გამაღვიძა და მითხრა, რომ ვიღაც გვესტუმრა. ჩემი ცოლი ორი წლის მოკლეს...


7. ექიმებმა გააფრთხილეს პაციენტი, რომ ამპუტაციის შემდეგ შეიძლებოდა მოჩვენებითი ტკივილები ქონოდა. მაგრამ ის კი არ უთქვამთ, რომ მოკვეთილი ხელის ცივი თითები მეორე ხელს ფხანას დაიწყებდნენ.


8. არ შემიძლია მოძრაობა, სუნთქვა, ლაპარაკი, არაფერი მესმის - ირგვლივ სულ სიბნელეა. ეს რომ მცოდნოდა, ალბათ კრემაციას მოვითხოვდი.


9. ექიმები პირველ წარმატებულ კრიოგენულ გაყინვას აღნიშნავდნენ. პაციენტი კი ვერაფრით ანიშნებდა მათ, რომ ჯერ კიდევ აზრზე იყო.


10. ქალს ვერაფრით გაეგო, რატომ ჩანდა კედელზე მისი ორი ჩრდილი, ოთახში ხომ მხოლოდ ერთი სანთელი ენთო.


11. ოთახში მხოლოდ პენოპლასტში შეხვეული მანეკენები დამიტოვეს. სულ მალე პენოპლასტის მტვრევის ხმა გავიგონე.


12. შენ გაიღვიძე. მან კი - ვერა.


13. მან მკითხა, რატომ ამოვიხვნეშე ასე მძიმედ. მაგრამ მე არ ამომიხვნეშია...


14. ძილის წინ ჩვეულებრისამებრ ვაკოცე ცოლსა და შვილს. გამეღვიძა რბილკედლებიან პალატაში და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო.


15. მშვენიერ სიზმარს ვნახულობდი. გამომაღვიძა რაღაცის კაკუნმა. მესმოდა როგორ იყრებოდა ქვები და მიწის ნაგლეჯები კუბოზე, ჩემი ხმა კი ზემოთ უკვე აღარ აღწევდა.


16. დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი ადამიანი სახლში სკამზე იჯდა. კარზე დააკაკუნეს...


17. დღე 312-ე. ინტერნეტი ისევ გამორთულია.




7
811
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
811
  
2015, 10 იანვარი, 16:44
: D auu bolo kai iyo raaa ., sulac ar iyo sashishi martali ro vtqva
2015, 5 იანვარი, 21:10
15 -ე გულზე შემომეყარა
2015, 4 იანვარი, 12:43
შენ ეგა თქვი:D
2015, 4 იანვარი, 12:39
ბოლოა მთავარი :D
2015, 4 იანვარი, 12:39
ბოლოზე მეც ავკანკალდი:))
2015, 4 იანვარი, 12:38
ბოლო განსაკუთრებით :D
2015, 4 იანვარი, 12:38
ავკანკალდი :D
0 1 7