x
image
beko777
ივანიშვილმა საახალწლო სუფრასთან მთავრობა მიჯირყვნა
imageროგორც უკვე საზოგადოებამ იცის საქართველოს არაფორმალურმა მეფემ (მეფემ რააა - მმართველმა) გასული წლის ბოლოს დე-ფაქტო მთავრობის მინისტრები, მოადგილეები და ა.შ. ხალხი დიიიდ სუფრასთან მოიწვია, "კონიაკის დასახლებაში" (ვინც არიცით გეტყვით, რომ თბილისში ასეთი დასახლებაცაა და ის გლდანისა და თემქის გზასაყართან, მარცხნივ მდებარეობს) მდებარე ულამაზეს და უმდიდრეს რესტორან "მაგრატიონში" (სადაც სხვათაშორის ხშირ შემთხვევაში კორპორატიული საღამოები იმართება ხოლმე).


imageხოდა მოიწვია ივანიშვილმა თავისი ხელდასმულები და აქეიფა, ახალი წელი მიულოცა და როგორც შიდა სამზარეულოდან (რესტორნის სამზარეულოდან კი არა, - არამედ პოლიტ-ელიტ-სამზარეულოდან) გამოჟონა ინფორმაციამ - ბიძოს მაგრად მიუჯირყვნია (და არა მიუჯირკვნია - "რყ"-სა და "რკ"-ს შორის სხვაობას ხომ ხედავთ?) მაგალითად რესპუბლიკური პარტიის წევრები - თქვენ ბიძია-ბაბუა თუ გინდათ გადით კოალიციიდან და თუ გინდათ დარჩით, ვერ გავიგე რა თამაშს თამაშობთო!


imageნოდარ ხადურისთვის ერთი ყური არ აუწევია თურმე, თორეე სხვა მხრივ საყვედურები არ დაუკლია - რა არის ეს, ლარის კურსი რას გავს სად მიფრინავსო?!
იუსტიციის მინისტრისთვის მოწყალების თვალით გადაუხედავს რამდენჯერმე - გარდა იმისა, რომ წულუკიანი კარგი გოგოა, ალბათ "მეფის" პატივისციმა იმიტაც დაიმსახურა, რომ მისი ძველი გუნდის წევრებს არ გადაჰყვა ოპოზიციაში 2014 წელს (ირაკლი ალასანიას) და დარჩა ივანიშვილის სადარაჯოზე.


imageხმა გამოვიდა ბმრძანებელმა მუსიკოსების გვერდით დაჯდომა ინება და არც კალაძის სუფრასთან დამჯდარა და მითუმეტეს არც ღარიბაშვილისო, დაკვირვებულმა თვალმა ისიც შეამჩნია, რომ უსუფაშვილის სადღეგრძელოს დროს, ჭიქისთვის ხელიც არ მოუკიდია, სამაგიეროდ თინა ხიდაშელის სადღეგრძელოები შეუსვამს მთელი რუდუნებით - ქალი ეგაა ძმაო, პარლამენტში ყველაზე მეტად მაგის ხმა და მუშაობა იმისო.
... საწყენი რა არის იცით? სუფრაობას (!) ქვეყნის 1-ლი პირი (1-ლი რაა, ფორმალურად პირველი) საქართველოს



imageპრეზიდენტი ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი არ დასწრებია და "მბრძანებელს" თურმე არც კი მოუკითხავს სად არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიო...
ახლა მაინცდამაინც სააახალწლო "პახმელიის" ნაბოდვარად, რომ არ ჩაგვითვალოს ეს პატარა წერილი ვინმემ, გეტყვით, რომ ამ ამბის სამზარეულოდან (ვიმეორებ - პოლიტ-სამზარეულოდან და არა "კუხნიდან") გამომტანი ჟურნალისტი (ყოფილი) და ახლა პარლამენტის დეპუტატი ელისო კილაძე იყო


გაიღიმეთ - გილოცავთ ახალ 2015 წელს

0
533
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0