x
image
beko777
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ 20 ივლისს მაჟორიტარების ნაწილს წარადგენს
image2020 წლის 20 ივლისს, 14:00 სთ-ზე, თბილისში, ფალიაშვილის ქ. #14-ში გაიმართება ახალი პოლიტიკური პარტიის „ქართული ფესვების“ გუნდის წარდგენა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“ დაარსდა 2020 წლის აპრილში, შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების თაოსნობით და ფილადელფიაში მცხოვრები თენგიზ ოქროპილაშვილის ხელმძღვანელობით.

„ქართული ფესვები“ აკეთებს ოფიციალურ განაცხადს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად, წარადგენს გუნდის ბირთვს, რამოდენიმე მაჟორიტარული ოლქის კანდიდატს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და გააკეთებს განაცხადს პარტიის ძირითადი მიზნების და სამუშაო გეგმების შესახებ.

„ქართული ფესვების“ გუნდის წარდგენისას, 20 ივლისს, მასპინძლები იქნებიან ანსამბლ „ივერიის“ მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და სხვანი, რომლებიც ამ გუნდის გარშემო გაერთიანდნენ და წარმოგიდგენენ პარტიის მიზნებს, იდეოლოგიას და სტრატეგიას.


მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა #14, პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ფესვების“ ცენტრალური შტაბი, 5-99-57-66-22

image

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0