x
image
beko777
გია სურამელაშვილი საქართველოდან მიდის

დარდიმანდული მუსიკის ქართული ესტრადის ვარსკვლავი და საერთოდ, ამ სტატუსის პირველი მომღერალი, რომელიც ჯერ კიდევ 90-ანების საქართველოში ვარსკვლავობდა - ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას არ გამორიცხავს. გია სურამელაშვილი სერიოზულად ფიქრობს საქართველოდან სამუშაოდ გადაბარგებას, როგორც მან ჩვენთან ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა თვის ბოლოს ახალი ალბომის ჩაწერას მორჩება თუ არა, გასტროimageლები აქვს დაგეგმილი ისრაელში, სადაც გადაწყვიტა კიდეც, რომ სერიოზულად იფიქროს იქ დარჩენაზე, თუმცა მანამდე პარიზული კონცერტის გაკეთებას აპირებს და საფრანგეთიდან მოწვევას საქმიანად განიხილავს. გია სურამელაშვილი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების `მეგას~ ცერემონიალზე რამდენჯერმე აღიარეს ქალაქური მუსიკის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად და შეიძლება გასაკვირიც იყოს, ნინო ჩხეიძესაც კი ჩამოართვა პირველობა, დარდიმანდული მუსიკის შემსრულებელთა პოპულარობაში.

მომღერალი ამჟამად კორპორატიულ საღამოებზე და რამდენიმე რესტორანში პერიოდული პროგრამით მუშაობს, ყავს პირადი სამკაციანი დაცვა, პირადი მძღოლი, პირადი სტილისტი და მოკლედ ყველა ის `ატრიბუტი~ რაც სტატუსით ვარსკვლავს ჭირდება, მაგრამ ისრაელში სამუდამოდ გადაბარგების თემა მაინც დღის წესრიგში დგას, რამდენად მიიღებს გია სურამელაშვილის სტილს ებრაელი მსმენელი, ეს მომავლის საქმეა, ჩვენც გვეცოდინება და თქვენც გაგაგებინებთ - რეპორტაჟს ისრაელის კონცერტიდან.

0
887
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
887
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0