x
image
პერსეპოლისი
ჰოლივუდელი სელებრითების დიდი ტრაგედიით დასრულებული სასიყვარულო ისტორიები

წარმატებული ადამიანების დანახვისას, ვფიქრობთ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და მათ არ იციან რა არის ტრაგედია და უბედურება. ჩენი ფიქრების მიუხედავად, ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომელთაც არაერთი გასაჭირი გამოუვლიათ. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი ადამიანების დიდი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის ხუთ ისტორიას, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია.



პირს ბროსნანი და კასანდრა ჰარისი

image


წყვილმა 1980 წელს შექმნა ოჯახი და პირს ბროსნანმა კასანდრას ორი შვილი საკუთარივით მიიღო. მოგვიანებით მათ საერთო შვილიც შეეძინათ, მაგრამ მათი ბედნიერება კასანდრას ავთვისებიანმა სიმსივნემ შეცვალა. მიუხედავად 8 ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსებისა, ყველანაირმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და კასანდრა 1991 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბროსნანისთვის საუკეთესო ადგილი ის ბაღი გახდა, სადაც მეუღლესთან ერთად უყვარდა საუბარი. ეს ყველაფერი არ არის. ტრაგედია ისევ განმეორდა. კასანდრას ქალიშვილი, რომელიც ცნობილმა მსახიობმა საკუთარი შვილივით მიიღო და გაზარდა, მალევე იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა.





ლეა მიჩელი და კორი მონტეინი

image

მსახიობები ძალიან მალე გახდნენ ჰოლივუდის პოპულარული წყვილი. მათი ფოტოები, რომლებიც ინსტაგრამზე ყოველდღიურად იტვირთებოდა, სავსე იყო სიხარულითა და სიყვარულით. სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა მონტეინის გარდაცვალებით დასრულდა. ის ვანკუვერის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, რისი მიზეზიც ჰეროინისა და ალკოჰოლის ნაზავი გახდა. მსახიობი სულ რაღაც 31 წლის იყო.


პატრიკ სვეიზი და ლიზა ნიემი
image
იყო 34 წელი ერთ ქალთან ქორწინებაში, ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია. განსაკუთრებით ჰოლივუდში, სადაც ხანმოკლე ურთიერთობები ნორმად ითვლება. პატრიკი ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც 16 წლის ლიზა შეუყვარდა. მათი 34 წლიანი ურთიერთობის
შემდეგ, რომელზეც მთელი ჰოლივუდი საუბრობდა, ფილმ „მოჩვენების“ მთავარი როლის შემსრუებელი - პატრიკ სვეიზი პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.





ლიამ ნისონი და ნატაშა რიჩარდსონი
image
წყვილი 1994 წელს დაქორწინდა. 2009 წელს, ნატაშა შვილთან ერთად კვებეკში ისვენებდა, სადაც სათხილამურო ტრასაზე დაეცა და დაზიანდა. თუმცა, მსახიობმა ჩათვალა რომ ყველაფერი კარგად იყო და სამედიცინო დახმარებისთვის არც კი მიუმართავს. საღამოს მეუღლეს ტელეფონით ესაუბრა და ამ შემთხვევის შესახებ მოუყვა, რომელიც მას ძალიან
მსუბუქი დაზიანება ეგონა. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. ნატაშა მალე საავადმყოფოში
გადასაყვანი აღმოჩნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან დაზიანება ძალზედ მძიმე იყო.
მსახიობი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ჰით ლეჯერი და მიშელ უილიამსი
image
ერთი შეხედვით ეს იყო წყვილი, რომელსაც ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა. ისინი იყვნენ ახალგაზრდები, პოპულარული კინომსახიობები, რომელთაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ისინი ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ. მალე უილიამსი
დაფეხმძიმდა და წყვილი საცხოვრებლად ბრუკლინში გადავიდა. ისინი თითქოს არაჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს, მაგრამ 2006 წელს ლეჯერმა ნარკოტიკების მიღება დაიწყო, რასაც დეპრესიით ხსნიდა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც უილიამსი მეუღლის არაეთიკურ საქციელს აბრალებდა. ყველაფერი კი 2008 წელს დასრულდა,
როდესაც ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. მას დარჩა ქალიშვილი, რომელიც უზომოდ ჰგავს მამას.

0
229
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0