x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გენდერული თანასწორობა და ქალზე ძალადობა საქართველოში
დღესდღეობით ისე გახშირდა ქალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ არ შემეძლო არ დამეწერა სტატია. მხოლოდ ბოლო 3 თვის განმავლობაში ოჯახის წევრის მიერ საქართველოში 13 ქალია მოკლული. ეს სტატისტიკა კი ნამდვილად შემაძრწუნებელია. ჩემთვის გაუგებარია რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური 21-ე საუკუნეში, რადგან ქართველი ქალი არასოდეს ყოფილა დაკნინებული. ერთის მხრივ შეძლება ითქვას რომ საქართველოში კაცის როლი მართლაც უფრო მაღლა დგას ვიდრე ქალის, მაგრამ ამავდროულად ქალები ბევრად უფრო მეტი პატივისცემით და მოწიწებით სარგებლობენ. ქალი დაფასებული და პატვცემულია საქართველოში ბევრად უფრო მეტად ვიდრე სხვა კულტურებში.
მაშ რა გახდა ძალადობის ასეთი ზრდის მიზეზი? რა იწვევს ოჯახში ქალზე ძალადობას? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საზოგადოებამ და ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ფაქტების აღმოსაფხვრელად? image














ქალზე ძალადობის მიზეზი ( ვინ არის დამნაშავე?!)
კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლა­დო­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და კონ­ტ­რო­ლია. მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პ­ლის მი­მართ გარ­და ფი­ზი­კუ­რი­სა, ხში­რად იყე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას. ერთ-ერთი პოზიცია, რაც გამოირკვა ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხრიდან, არის მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორც ძალადობის მიზეზი. მოძალადის გაუნათლებლობა, საზოგადოების დამოკიდებულება და ა.შ. imageსაზოგადოების როლი ძალადობის აღმოფხვრაში (რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?!)
ოჯახში ძალადობა რაღაცწილად საზოგადოების ბრალიცაა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა ადამიანები შესწრებიან ქალზე ძალადობას და არ ჩარეულან, რა ჩვენი საქმეაო. ეს ყოვლად დაუშვებელია. ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ ფრაზები “იმიტომ ცემა რომ ღირსი იყო" “ ალბათ დაიმსახურა'' და ა.შ. პირიქით, უნდა დავგმოთ ყველა სახის ძალადობა და კი არ ვაქოთ მოძალადე, არამედ შეგვებრალოს ის, რადგან ყველა ქალზე მოძალადე კაცი სუსტი და უსუსურია. სწორედ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. კარგია რომ საქართველოში მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა: ჩაერთო აქციებში, გადაიღო ძალადობის საწინააღმდეგო ვიდეორგოლები, აღნიშნა ქალთა დაცვის დღე, რაც ძალიან კარგია.
ხელისუფლების როლი ძალადობის აღმოფხვრაში (რა ვალდებულება აქვს ხელისუფლებას)
ხშირად ქალის მოკვლის და მასზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი დაუსჯელობაცაა. მოძალადეს არ აშინებს რამდენიმე თვე ციხეში ჯდომა, მისთვის მთავარია დაიკმაყოფილოს ჟინი და ცემოს, შეურაცმყოფა მიაყენოს მსხვერპლს. ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები, გაზარდოს დამსჯელობითი ვადა და ყველანაირად ეცადოს ამგვარი ფაქტების აღმოფხვრას.

1
858
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
858
  
2015, 26 აპრილი, 20:00
ქალზე ხელს რომ აწევს ის კაცი, კაცი არაა...
0 1 1