საზოგადოება რეალური ინტერვიუ გოდერძი ბუკიასთან ყოველგვარი „ჟურნალისტური შელამაზების“ გარეშე 2014, 22 ნოემბერი, 1:21 ![]() - სხვათაშორის სახელოვნებო სფეროდან ბ-ონ გოდერძის ვიცნობ როგორც ნაღდი ქართული საქმის მკეთებელ ქართველ კაცს და ჯერ მარტო მისი შექმნილი მეგრული სიმღერის ხობის ფესტივალი რად ღირს, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც სახელოვნებო სფეროს ჟურნალისტისთვის გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი და სიმართლე გითხრათ - მთელი მსოფლიოს მხრიდან ოკუპანტად აღიარებულ რუსეთს, ეს ადამიანი, დაუძახებს თუ არა ამ სახელს, ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს - რადგან ხელოვნების ის ზეიმი, რომელსაც გოდერძი ბუკია თავის გუნდთან ერთად ორ წელიწადში ერთხელ აკეთებს, უკვე ყველაზე დიდი ქართული საქმეა და კიდევ ერთი - ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმი, რომელსაც მსოფლიო ანალოგი არ აქვს... - მერე კიდე, მისი მხარდაჭერით და დახმარებით გაკეთებული ბევრი სხვა, არასახელოვნებო საქმეების შესახებაც უამრავი მსმენია, მინახავს და დამიფიქსირებია და ცოტა არ იყოს გამიკვირდა, კიდეც როცა ვიღაცამ მოინდომა ამ ადამიანის გაკეთებული საქმეების მიფუჩეჩება, რაც ძალიან არ მომწონს და დაუფასებლობის ის ფორმატი რაც სამწუხაროდ ხშირად ახასიათებს ქართველებს - მაინცდამიანც არ მიმაჩნია მისაღებად! განვმეორდები და ვიტყვი - გოდერძი ბუკია თუ არ დაუძახებს რუსებს ოკუპანტებს, ისე რა - ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს? ჩვენი სააგენტო ხობის მაჟორიტარ დეპუტატს ტელეფონით დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა: ![]() ![]() - მაჟორიტარი დეპუტატი რატომ გადახვედი სამთავრობო გუნდში და რატომ გაერთიანდი უმრავლესობაშიო, მკითხეს - კი, მაგრამ თქვენ გინახავთ სახელისუფლო გუნდთან ერთად და ამის გარეშე საქმის შედეგიანი კეთება? მე, როგორც მაჟორიტარმა (რომელიც ხალხმა ამირჩია პირდაპირი წესით) თუ რაიონის გამგებელთან მეტი კონტაქტი არ ვიქონიე, თუ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არ ვიმუშავე რამის გაკეთებას შევძლებ თუნდაც ხობელებისთვის? ოპოზიციაში ჩავდგე და მერე საქმე უკეთესად გამომივა როგორც მაჟორიტარს? არა მგონია... არ უნდა იყოს რთული გასაგები, რომ უმრავლესობასთან და ხელისუფლებაში მყოფ გუნდთან ერთად მუშაობის, ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემთხვევაში უფრო კარგად მივიღებთ შედეგს, რომელიც თითოეულ ჩვენს თანამემამულეზე უნდა აისახოს. უპარტიო ვიყავი და ვარ მთელი ეს პერიოდი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხობელებისთვის გაცილებით უკეთესად გავაკეთებ ყველაფერს, თუ ვითანამშრომლებ - სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროებთან, საკრებულოსთან, მერიასთან, გამგეობასთან და იმ გუნდთან ვინც უმრავლეოსობაშია. ქვეყნის განვითარებისთვის ამ ქვეყნის სტაბილურობა ყველაზე მთავარია და უმრავლესობაში შესვლა მაჟორიტარებისა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აცხადებს ჩვენთან საუბარში გოდერძი ბუკია ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე 217 1-ს მოსწონს
|