x
image
beko777
Mediator image
თემურ წიკლაური: - სულ არ ვიცი, ვინ არის მეგის ქარდავა

imageyoutube-ზე John Smith სახელით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა ატვირთა ვიდეო, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ქორწილია ასახული. ვიდეო სავარაუდოდ 2012 წელსაა გადაღებული, რადგან სოსო თოფურიძე ბაჩო ახალაიას სადღეგრძელოში თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ულოცავს. კადრებში ასევე ჩანან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. წვეულების სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის სადღეგრძელოს სკამებზე ასულები სვამენ.
კადრებში ჩანან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: ბუბა კიკაბიძე, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო ჩხეიძე, რომლებიც წვეულების სტუმრებს მუსიკალური ნომრებით ართობდნენ…
კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია… განსაკუთრებით გააკრიტიკეს თემურ წიკლაური, რომელიც ქორწილში საქართველოს ჰიმნს ასრულებს… საზოგადოების მწვავე კომენტარებს თავად მომღერალი ასე გამოეხმაურა:



— მე მილიონ ქორწილში ვარ ხოლმე, თქვენ შემოგევლეთ… არც მახსოვს, სად იყო ეს ქორწილი, ვისი იყო, რას ვასრულებ… მეგის ქარდავა ვინ არის?
— მეგის ქარდავა მაღალჩინოსანი იყო, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა…
— რას ლაპარაკობთ, მართლა?! და მერე მე იქ ვარ?
image— დიახ, საქართველოს ჰიმნს ასრულებთ…
— მერე საქართველოს ჰიმნს რა ჯობია?! რას ვიზამთ ახლა, საზოგადოების მხრიდან თუ ამას კრიტიკა მოჰყვა, რა ჩემი ბრალია?! მე დამიძახებენ ქორწილში და მივდივარ, სად ვარჩიო, ვინ ვინ არის?! მეგის ქარდავას პირადად ვიცნობ კი არა, ვერც ვიხსენებ. არც ის მახსოვს, ქორწილში როდის ვიყავი… ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიმღერებ და როცა მინდა!… ყველა ჩემიანია..
— თუნდაც ხალხის წამებაში ბრალდებულიც?
— რა ვიცი ახლა, ვინ არის ხალხის მწამებელი?! იქ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აწამებდა ადამიანებს?! ეგ ქორწილი თუ სააკაშვილის მეფობის დროს იყო, მაშინ ვინ იყო მწამებელი და ვინ არა, ღმერთმა უწყის.. მიშა რომ იყო მეფე, ვინ რა იცოდა, ვინ წინ იყო და უკან… დაგიძახებდნენ ქორწილში და უნდა მისულიყავი, ანგარიშს ხომ არ ჩამაბარებდნენ, გუშინ ხალხი ვაწამე და დღეს ქორწილი მაქვსო?! ეს ყოველთვის ასეა. ახლა ვერც გავიგე, ვინ არის ჩვენი მეფე, მაგრამ არც ახლა ვიცით, ვინ ვის აწამებს. Aდღეს ვინმეს ქოწილში რომ ვიმღერო, მერე ვიღაც მეშვიდე მეფე მოვა და ის მეტყვის, იმათ ქორწილში რა გინდოდაო!? სისულელეა, მე ჩემს საქართველოში ვცხოვრობ და სადაც მინდა იქ ვმღერი!.. თუმცა რომ ვიცნობდე, მწამებელთან და კაცის მკვლელთან რატომ ვიმღერებ?! მე თუ ეგრე მიცნობს ჩემი ქვეყანა, წასულა საქმე და ეგ არის! ეგ ქორწილი სააკაშვილის დროს ყოფილა და აბა ერთი არ მისულიყავი, კარგი ბიჭი იყავი…
imageგეშინოდათ?
— არა მე არავისი არ მეშინოდა და არც ახლა მეშინია… უბრალოდ, მე ყველა ქართველს ვუმღერი და რა ვიცი, ვინ მკვლელია და ვინ გათახსირებული?! არ ვიცოდით და ან მერაბ სეფაშვილის რა ბრალია, ან ბუბა კიკაბიძის და ან ჩემი?! ეს ხომ საქართველოა შვილო, ოღონდაც ვინმეს ჩირქი მოსცხონ და სხვა არაფერი აინტერესებთ! მეგის ქარდავას სახელით და გვარითაც ვერ ვიხსენებ, ქარდავა ერთი ძმაკაცი მყავდა სოხუმელი, ომის დროს მოკლეს, დიდებული ბიჭი –აცხონოს ღმერთმა! სხვა ქარდავას მე პირადად დღემდე არ ვიცნობ…


მანანა გაბრიჭიძე

kvirispalitra.ge

2
580
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
580
  
2014, 25 სექტემბერი, 15:21
- ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ - თემურ წიკლაურის ნაერი მაგარი და კარგი ქართველების სერიოზული დეფიციტია ქვეყანაში! და ეს სტატია საიდანაც გადმოვიწერეთ, მათ რისი თქმა სურთ - არვიცი :( - თქვენ მასე გაიგეთ, რომ მაგის თქმა სურთ? :(
2014, 25 სექტემბერი, 10:37
ამით რისი თქმა გსურთ თემურ წიკლაური უვარგისი კაცია? :))))))))
0 1 2