x
image
beko777
ბიჭია ბიჭიიი! მარგველაშვილებში მატებაა! წუხელი თემო დაბადებულა!
imageწუხელ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, მეორე ცოლთან, პირველი ერთობლივი შვილი შეეძინა - ბიჭიაა... ბიჭიიი! დასჭექა წუხელ მარგველაშვილების გვარში და საქართველოს ჯანმრთელი ვაჟკაცის - თეიმურაზ გიორგის ძე მარგველაშვილის დაბადება ამცნო.


პირველმა ლედიმ საკეისრო მშობიარობით იმშობიარა და 3, 600 კგ და 51 სმ. მონაცემების ვაჟკაცი მოუვლინა ქვეყანას, რომელსაც ბაბუის სახელი - თეიმურაზი დაარქვეს.


პირველი ლედის წინასამშობიარო მდგომარეობა უპრობლემო და სტანდარტული იყო, მეტიც - ის არც საერთო სახალხო ღონისძიებებს ერიდებოდა და არც საზოგადოებაში გამოჩენას, დისკოთეკაზეც გულწრფელად ცეკვავდა და აყოლებდა მუცელს ერეკლე დეისაძის ნამღერ "ჩემი ნაბოზარი მამა" და ჟურნალისტების წინაშეც ყოველთვის სიამოვნებით პოზირებდა (იმედია უფლისწული ვინმე დეისაძის ნამღერ "ჩემი ახვარი მამა"-ზე არ გაიზრდება და მაინც ქართულ იავნანას ჰანგებს ქვეშ იქნება)


ვულოცავთ ბ-ონ გიორგის და ქ-ონ მაკას ვაჟის დაბადებას, - საქართველოს სასიქადულო ვაჟკაცის და ნაღდი, ჯანმრთელი ქართველის, ოჯახის, მშობლების და თანამემამულეთა სასიქადულო შვილის გაზრდას ვუსურვებთ მათ.



image

0
737
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
737
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0