x
image
beko777
უსიამოვნო კურიოზი ლევან ჯავახიშვილთან დაკავშირებით
image" - გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ევროვიზიასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე რაიმე პოსტი ანრი ჯოხაძის გვერდზე, ასეთი რამე ბუნებაში არ მომხდარა. ვინმე ლევან ჯავახიშვილმა, რომელსაც სურათიც კი არ აქვს სოც.ქსელში, რაღაც დაწერა და ნამდვილად ვიცი, რომ ეს მე არ ვყოფილვარ. არც მარინა ბერიძისთვის, არც ჯგუფ "შინისთვის", მარიკო ებრალიძისა და ავთანდილ ცქვიტინიძისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ავთანდილ ცქვიტინიძეს, მარინა ბერიძესთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს და ვადასტურებ მისადმი პატივისცემას. რაც შეეხება ჯგუფს "შინ", მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი სერიოზული ჯგუფია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბით. იგივეს ვამბობ მარიკო ებრალიძეზეც."- აცხადებს ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი


- ასეთი იყო ტელეწამყვანის პირველი რეაქცია ჩვენს შეცდომაზე, რომელიც ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, კურიოზულად დაგვემართა - "ასე ხდება ერთ სოფელში, რომ ცხოვრობს ორი მარინა, ორივე ფერაძე და ორივე გიორგის ასული"...:)..... ნამდვილად გუწრფელი წუხილი გვინდა გამოვთქვათ მომხდარი დასანანი გაუგებრობის გამო. ის ფაქტი, რომ საქართველოში, უკვე დიდი ხანია, სტატიები ნეტ-ბლოგებსა და ნეტ-მედიაში სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, ან კომენტარებზეც იგება, არავისთვის არაა გასაკვირი და უცხო, მაგრამ ამ შემთხვევაში, გვინდა დავაფიქსიროთ საკუთარი შეცდომა და ავღნიშნოთ, რომ ტელეკომპანია "იმედი"-ს ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს არ ეკუთვნის(!) ჩვენს მიერ რამოდენიმე დღის წინ სტატიაში გამოქვეყნებული შემდეგი სიტყვები:



" - ხომ შეიძლება ვინმემ სიმართლე თქვას? რა "შინი" რის "შინი"... მარიკო კარგია, მაგრამ არა შინთან ერთად.. ევროვიზიაზე მივდიოდით და არა სოფლის კონცერტზე.. სანამ ავთანდილს შეაკერინებთ კაბებს და სანამ მარინა ბერიძის დაქალების გაშვებას თავს არ დაანებებთ დაივიწყეთ ფინალი და კარგი ადგილი.. ხალხმა უნდა აირჩიოს და არა სხვამ.. ნუთუ ბასას გარდა არავინ გვყავს? ანრის გამოსვლა კარგი იყო მაგრამ 100% უკეთესი შეიძლებოდა.. გოგონები არ იყვნენ საჭირო.. გელოვანზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რომ ბევრად უკეთესები გვყავს.. გადით და ჩაიცვით უბრალო მაისურები იყავით ის რაც ვართ და ფინალშიც გავალთ აუცილებლად.. მაპატიეთ რომ ესეთ პირდაპირობისთვის".

- ეს სიტყვები ეკუთვნის აბსოლიტურად სხვა ლევან ჯავახიშვილს და არა ტელე-წამყვან ლევან ჯავახიშვილს, რომლის მიმართაც ჩვენი სიმპათიები არც გუშინ დაწყებულა და არც 2 წლის უკან, ის ღრმა 90-ანებიდან იდგამს ფესვებს, როცა "ვარსკვლავები" და ლევან ჯავახიშვილი მაშინ რადიო "ფორტუნას" წამყვანი გადაიკვეთნენ ერთმანეთთან ბევრ მეგობრულ პროექტში...



დასანანია, რომ "ვარსკვლავების" რედაქტორის თბილისში არყოფნის გამო, სტატიამ მის ხელში ვერ გაიარა და ისე გამოქვეყნდა... თორემ ბესო ჩუბინიძეს აკავშირებს სწორედ ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილთან მეგობრობა და ნამდვილი კოლეგიალობა 90-ანი წლებიდან და ის, ნამდვილად არ დაუშვებდა მსგავს კურიოზულ სიტუაციას.


დასანანია, რომ ჩვენი შეცდომა პოპულარულმა ნეტ-საიტებმა საჭორაო განხილვის თემად აქციეს და დიდი სკანდალის ასაგორებლად ემზადებოდნენ, მაგრამ ყველაფერი გაირკვა და ჩვენი შეცდომის ბოდიშიც აღსაქმელად არაა რთული, რადგან - გაუგებორობაში ის ადამიანებიც დარჩნენ ვინც იმ, უცხო (!) ლევან ჯავახიშვილს ყავს მოხსენიებული თავის კომენტარში ანრი ჯოხაძის "ფეის-გვერდზე"....


"ვარსკვლავები" შექმნილი უხერხულობისთვის საჯაროდ უხდის ბოდიშს ლევანს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი კურიოზული სიტუაციები (თუ ასეთები კიდევ იქნება) ჩვენი ნეტ-კოლეგების (!) მხრიდან თითიდან გამოწოვილი სკანდალების ატეხვის მცდელობის (!) საფუძველი არ გახდება და მარტივად გადაამოწმებენ თემის გაშლამდე ინფორმაციას ჩვენს რედაქტორთან ნომერზე 599-57-66-22 და თავადაც არ ჩაიგდებენ თავს (ჩვენი არ იყოს) უხერხულ მდგომარეობაში.


პატივისცემით stars.ge-ს "პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლის" პატარა, მომავალი ჟურნალისტები


image

1
1482
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1482
  
2014, 23 მაისი, 14:03
გელოვანზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რომ ბევრად უკეთესები გვყავს.. ???????????? ნოდიკო ტატიშიშვილზე ბევრად უკეთესები არ გვყავს??? სოფოზე რომ ამბობთ, სოფოს ძალიან კარგი, ძლიერი და ლამაზი ხმა აქვს, ნოდიკო კი საშუალო დონის მომღერალია, ხმით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, ნაცნობობით და კრიშით კი და ამიტომ წავიდა ევროვიზიაზე, საქარველოში ხომ ნაცნობობის ინსტიტუტია გამეფებული, ყველგან ეგ ჩანს, ვაჟა ადამიას გვერდთ არც დავაყენებ მაგას........... და ბევრი გვყავს კიდევ მაგ ნოდიკოზე უკეთესები....
0 1 1