x
image
beko777
ავთანდილი, "ფეისბუქში" მეუღლის პროფესიონალიზმის დამადასტურებელ CV-ს აქვეყნებს

imageროგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ ახალ მოადგილედ, ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი, დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე - ხათუნა თოთლაძე დაინიშნა.
ამტყდარი მითქმა-მოთქმის, ჭორების და დავიდარაბის შემდეგ, ქმარმა გადაწყვიტა ცოლის პროფესიონალიზმის დამადასტურებელი ე.წ. CV გამოექვეყნებინა, გაფიქრება, თქმა და ქმნა ერთი იყო და საქართველოს მოსახლეობისთვის ხათუნას პროფესიული ბიოგრაფიაც საჯარო გახდა, აი ისიც ...

CV - Khatuna Totladze
ხათუნა თოთლაძე


ხათუნა თოთლაძე დაიბადა 1980 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში.
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2002 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

2002-2003 წლებში - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე;
2003-2005 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშეს თანამდებობაზე;
2005-2006 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივნის თანამდებობაზე;
2006-2007 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2007-2012 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;


2012-2014 წლებში - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
2007-2008 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.
2004 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
2010 წელს მინიჭებული აქვს მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.


image

3
1125
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1125
  
2014, 22 ნოემბერი, 10:51
ორივე ცოლქმარი ლგბტს აქტივისტებს უფრო ჰგვანან
2014, 20 ნოემბერი, 16:31
დაიწყეთ ეხლა კრიტიკა, შეიძლება სხვამ წააშველა თავიდან ხელი, მაგრამ რაც მთავარია გამოცდილება შეიძინა და მასეთ თანამდებობაზე ზოგიერთვით ორი დღის მისული არ დანიშნულა..
2014, 19 ნოემბერი, 18:28
სულ თავისი ჭკუით დაიწყო საჯარო სამსახურში მუშაობა :D
0 1 3